იელენმა G7-ს ფისკალური მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იელენმა G7-ს ფისკალური მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა

შეერთებული შტატების ხაზინის თავმჯდომარე ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის მდიდარ დემოკრატიებს და სხვა ქვეყნებს, საკუთარი ეკონომიკების ფისკალური მხარდაჭერის გაგრძელებისკენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ინვესტიციების გაზრდისკენ, ასევე უთანაბრობასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს. მასზე გაფორმდა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, კორპორაციებს გლობალური მასშტაბით, მინიმუმ 15-პროცენტიანი გადასახადი დაუწესდებათ. ეს საგადასახადო სისტემების სტაბილურობის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმავდროულად, შესაბამის ეროვნულ სამსახურებს კვლავაც ექნებათ საგადასახადო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების საშუალება.

„G7 ეკონომიკებს აქვთ ფისკალური სივრცე, რომელიც მათი ეკონომიკების სწრაფი აღდგენის საშუალებას იძლევა. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მშპ-ი არამხოლოდ პანდემიამდელ დონეზე დააბრუნონ, არამედ ზრდის ძველ ტემპზეც გავიდნენ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რატომაც მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რომ ნაადრევად არ შეწყვიტონ მხარდაჭერის პროგრამები“, - ამბობს იელენი.

ის ასევე ამბობს, რომ G7-ის ფინანსთა მინისტრები გრძნობენ იმის ვალდებულებას, რომ მათი ეკონომიკების დე-კარბონიზაცია განხორციელდეს, რასაც საზოგადოების და კერძო ფინანსების მობილიზება დასჭირდება.