იაპონიის ბანკის დამატებითი სტიმულირება იენს ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იაპონიის ბანკის დამატებითი სტიმულირება იენს ასუსტებს

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში იაპონიის ბანკიც ჩაება, რომელმაც ეკონომიკის მხარდასაჭერად და მასზე რისკული გარემოს ზეგავლენის შესამცირებლად, ცენტრალურმა ბანკმა სტიმულირების საგანგებო პროგრამა შეიმუშავა. ამ პროგრამის შესაბამისად, ბანკი 200 მილიარდი იენის (1.90 მილიარდი დოლარი) ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს შეისყიდის.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა 1.5 ტრილიონი იენი, ორკვირიანი კრედიტებისთვის გამოჰყო. ახალი პროგრამის გამოქვეყნებიდან მოკლე დროში, იენმა ამერიკულ ვალუტასთან წყვილში 0.6 პროცენტი დათმო და დოლარის ფასი 105.28 იენამდე გაიზარდა. დღის განმავლობაში კი 107.40 დოლარსაც კი მიღწია.

ასეთი მკვეთრი აღმასვლა, დიდწილად დოლარის საყოველთაო გამყარებამ გამოიწვია, რომლის ინდქსიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 98.04-მდე (94.61-დან) გაიზარდა. ამგვარად, ამერიკულმა ვალუტამ იმ დანაკარგის დიდი ნაწილი აღიდგინა, რაც ერთი კვირით ადრე, ამერიკული საფონდო ბაზრების ვარდნას მოჰყვა.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბანკო სისტემის გასაძლიერებლად, დროებითი დახმრების სახით, მას ტრილიონობით დოლარი გამოუყო. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ობლიგაციების დამატებით შესყიდვას გეგმავს.

როგორც ცნობილია, ფედრეზერვმა საგანგებო სხდომაზე, დოლარზე განაკვეთი ნახევარი პროცენტით შეკვეცა. მაგრამ როგორც ჩანს, ამას არ დასჯერდება. ანლიტიკოსები ფიქრობენ, რომ განაკვეთის შეკვეცის პროცესი გაგრძელდება. „გოლდმენ საქსი“ ვარაუდობს, ფედრეზერვი უახლოეს სხდომაზე, განაკვეთს მთელი 1.0 პროცენტით შეკვეცავს და 0-0.25 პროცენტის ფარგლებში მოაქცევს.