იაპონიაში ციფრული იენის შექმნაზე ფიქრობენ

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იაპონიაში ციფრული იენის შექმნაზე ფიქრობენ

იაპონიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა გადახდoს კანონებს და ცენტრალურ ბანკს, ციფრული ვალუტის გამოშვების უფლება მისცეს. ეს იაპონიის ბანკს რეფორმების გატარების საშუალებას მისცემს და გააფართოებს მის შესაძლებლობებს, რომლებითაც ის ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევას და შენარჩუნებას მოახერხებს.

ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ფინანსური საკითხების საბჭოს ხელმძღვანელი კოზო იამამოტო თვლის, რომ თუ ხელისუფლება შესაბამის რეფორმას დროულად არ განახორციელებს, კერძო მოთამაშეები საკუთარი ციფრული ვალუტების შემუშავებას და გამოყენებას, ცენტრალურ ბანკზე ადრე დაიწყებენ. ეს კი იენს ძირს გამოუთხრის.

„თუ კერძო ბაზარს სექტორი რამე მოსახერხებელს შესთავაზებს, ხალხი დაფიქრდება იმაზე, საჭიროა თუ არა ფულად ერთეულად იენის გამოყენება. ჩვენ ამის პრევენცია შეგვიძლია. და ეს იაპონიის ვალუტის სუვერენიტეტის შენარჩუნების საკთხია“, - ამბობს იამამოტო და დასძენს, რომ საჭიროა იაპონიის ბანკის შესახებ და სხვა კანონების გადახედვა, რათა ცენტრალურ ბანკს, ციფრული ვალუტის შემოღების და გამოყენების საშუალებას მისცემს.

იამომოტოს აზრით, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ იაპონიის ბანკის მონტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი უნდა იყოს ინფლაციის 2-პროცენტიანი დონე. ცენტრალური ბანკი საორიენტაციო დონედ სწორედ 2 პროცენტს (2013 წლიდან) განიხილავს, მაგრამ მის შესახებ არაფერია ნათქვამი იაპონიის ბანკის კანონში. ამავე კანონით, იაპონიის ბანკის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ფასების და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიღწევაა.

მთელ მსოფლიოში, ცენტრალური ბანკები სტრატეგიულ მიზნებს განიხილავენ. მათ შორისაა ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც მალე ალბათ ფედრეზერვის მსგავსად, ორიენტირად ინფლაციის 2-პროცენტიან საშუალო დონეს შემოიღებს. ამ შემთხვევაში პერიოდს, როცა ფასები დაბალი ტემპით იზრდებოდა, გადაფარავს პერიოდები, როდესაც ფასების ზრდის ტემპი მაღალი იყო. და ეს ყველაფერი 2-პროცენტიანი დონის ფარგლებში მოხდება.

ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტების შემოღების პერსპექტივის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ფეისბუკმა“ საკუტარი ციფრული ვალუტის, „ლიბრას“ შექმნის შესახებ გამოაცხადა.

იაპონია ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იაპონია ნაღდი ფულის გამოყენების ინტენსივობით, მთელ მსოფლიოში გამოირჩევა.

მაგრამ მეზობელი ჩინეთი ამ მიმართულებით სწრაფად ვითარდება და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით, ექსპერიმენტებს არ ერიდება. ეს კი იაპონელებს საკითხისადმი მიდგომის გადახედვისკენ უბიძგებს. იაპონიის ბანკმა ახლახანს გამოაცხადა, რომ მომავალ ფისკალურ წელიწადში, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს დაიწყებს.