HSBC - სტერლინგი ან მკვეთრად გაიზრდება, ან დაეცემა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
HSBC - სტერლინგი ან მკვეთრად გაიზრდება, ან დაეცემა

ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნები, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება, ძლიერ იმოქმედებს სტერლინგის კურსზე - ამბობს უდიდესი ბრიტანული ბანკი HSBC. მისი ანალიტიკოსების არგუმენტი ისაა, რომ ბაზარი სწორედ ამ არჩევნების მოლოდინშია და ამის გამო, ფასებში რაიმე სცენარის ასახვას არ ჩქარობს. არჩევნების შემდეგ კი ბრიტანული ვალუტა რომელიმე მიმართულებას აირჩევს და მას დიდი ხნით გაჰყვება.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგი, ევროპის კავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის ხელშეკრულების გაფორმებას გამოიწვევს, სტერლინგს დლართან წყვილში, მომავალი წლის ბოლომდე, 1.45-მდე გამყარების რეალური შანსი მიეცემა. მაგრამ თუ არჩევნების კვალობაზე, ბრექსიტი უხელშეკრულებოდ მოხდა, ეს სტერლინგს 1.10 დოლარამდე დასცემს. ამჟამად სტერლინგი 1.29-ს სიახლოვეს იმყოფება.

HSBC ჰოლდინგსის საერთაშორისო სავალუტო ბაზრის გლობალური განყოფილების შეფი დევიდ ბლუმი ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში, იქნება ახალი რეფერენდუმი, თუ ბრექსიტის ხელშეკრულება, ვალუტის კურსზე პოლიტიკის ზემოქმედება შესუსტდება, ინგლისის ბანკი კი დაასრულებს მომლოდინე პოზიციაში ყოფნას და განაკვეთის ზრდის დაწყებაზე იფიქრებს, ან რეცესიის რისკის გამო, დროებით ამაზე ხელს აიღებს.

ბლუმის შეფასებით, სტერლინგისთვის ყველაზე უარეს შემთხვევაში, პარლამენტში უმრავლესობას ვერც კონსერვატორები მიიღებენ და ვერც ლეიბორისტები. მოვლენათა ამგვარად განვითარება, გაურკვეველ სიტუაციას დატოვებს.