HSBC – ამერიკული დოლარი გამყარებას გააგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
HSBC – ამერიკული დოლარი გამყარებას გააგრძელებს

ბანკ HSBC-ს ანალიტიკოსების მოსაზრებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელება, aმერიკული ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რაც ფედერალური რეზერვისთვის საკმარისი საბაბი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ აქტივების შესყიდვის მოცულობის შეკვეცის დაწყება გადადოს.

ეს დოლარზე ზეწოლას გამოიწვევს, თუმცა მხოლოდ დროებით. HSBC-ს ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორის ამოწურვის შემდეგ, დოლარი თანდათან გამყარებას გააგრძელებს. და ამის მიზეზი, ისევ ფედრეზერვის განწყობა გახდება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დასაწყებად ემზადება.

„ამერიკაში კორონავირუსი პრობლემად რჩება და ფედრეზერვში თვლიან, რომ ეს ეკონომიკისთვის მოკლევადიან რისკს წარმოადგენს. ამ ფაქტორის გამო, ქვეყნის ეკონომიკა ტემპს კარგავს, რაც საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ფედრეზერვმა შესაძლოა შესყიდვების პროგრამის შეკვეცა გადადოს.

„ფედრეზერვის მიერ, აქტივების შესყიდვის შემცირების დაყოვნება, დოლარისთვის გამოცდა იქნება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დროებითი იქნება. როგორც კი დელტა ვარიანტის გავრცელება პიკს გაივლის, ფედრეზერვისთვის კვლავ აქტუალური გახდება ნორმალიზაციის პროცესის დაწყება“, - ნათქვამია HSBC-ს ეკონომისტთა მოხსენებაში.

მათივე ვარაუდით, ამერიკის ცენტრალური ბანკი თანდათან უახლოვდება მომენტს, როდესაც განკვეთის აწევას დაიწყებს. ეს კი დოლარის გამყარებას გამოიწვევს.