გოლდმენ საქსის და სიტის განსხვავებული პროგნოზების შედეგები

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
გოლდმენ საქსის და სიტის განსხვავებული პროგნოზების შედეგები

აგვისტოს ბოლოს, ორმა დიდმა საფინანსო გაერთიანებამ - „გოლდმენ საქსმა“ და „სიტიგრუპმა“, USDCAD-ზე ორი განსხვავებული პოზიცია გახსნა. პირველმა წყვილის ყიდვის რეკომენდაცია გამოაქვეყნა, მეორემ კი - პირიქით.

როცა წყვილის ფასი 1.33-ის სიახლოვეს იყო, „გოლდმენ საქსმა“ მიზნად 1.3600 აარჩია, სტოპ ლოსი კი 1.3050-ზე დააყენა. კომპანიის სტრატეგების, ზეკ პანდლის და კარენ ფიშმანის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მართალია, კანადის ბანკი არ აპირებდა მონტარული პოლიტიკის შერბილებას, თუმცა ეს ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იქნებოდა.

ბანკმა სექტემბრის სახდომაზე არაფერი შეცვალა და ნეიტრალური მოხსენება გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ბაზრის განწყობაც ნეიტრალურისკენ გადაიხარა და ანალიტიკოსების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ კანადის ბანკი წლის ბოლომდე პოლიტიკას შეარბილებს.

პროგნოზის გამოქვეყნებიდან მალევე, წყვილის ფასი 1.3380-მდე გაიზარდა, მაგრამ დასახულ მიზნამდე მოძრაობა აღარ გაუგრძელებია, მალე ვარდნა დაიწყო და სტოპამდე 84 პუნქტში გაჩერდა. ასე იყო თუ ისე, ფასს არცერთი ლიმიტისთვის არ მიუღწევია და ამჟამად დაახლოებით 40-50 პუნქტის წაგებაშია.

 

„სიტიმ“ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა - მათ 1.3249-ზე გაყიდვის პოზიცია გახსნეს, მიზნით 1.3015-ზე და სტოპით 1.3375-ზე.

კომპანიის ანალიტიკოსთა აზრით, კანადური დოლარი G10-ის ვალუტებთან მყარ პოზიციას შეინარჩუნებდა. საერთო ჯამში, მათი პროგნოზი გამართლდა, მაგრამ პოზიციის გახსნიდან მეოთხე დღეს, ის სტოპს შეეხო და მალევე დაიწყო ვარდნა და 6 დღეში 260 პუნქტი გაიარა.

ამგვარად, „გოლდმენ საქსმა“ ამ მომენტისთვის მცდარი პროგნოზი გააკეთა, მაგრამ მისი პოზიცია კვლავაც გახსნილია. „სიტის“ ანლიტიკოსებმა ფუნდამენტური ფონი უკეთ წაიკითხეს და მათი პროგნოზიც უფრო ზუსტი იყო, მაგრამ პოზიცია საკმაოდ ახლოს დაყენებულმა სტოპმა დახურა და ბანკს წაგება მოუტანა. „გოლდმენს“ კი, უფრო შორეული სტოპის წყალობით, კვლავაც აქვს იმის შანსი, რომ მისი პოზიცი..მომგებიანი იქნება...