გოლდმენ საქსი მშპ-ის ზრდას პროგნოზირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
გოლდმენ საქსი მშპ-ის ზრდას პროგნოზირებს

„გოლდმენ საქსის“ ეკონომისტებმა გაზარდს თავიანთი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ეკონომიკის დახმარების პროგრამას, 1.5 ტრილიონი დოლარის მოცულობით დაამტკიცებს.

ბაიდენის მოთხოვნა 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროგრამით, ეკონომიკის მხარდაჭერა და პენდემიური კრიზისიდან გამოყვანის ხელშეწყობა გეგმება. „გოლდმენ საქსის“ ეკონომისტების წინა პროგნოზით, დახმარების პროგრამის მოცულობა 1.1 ტრილიონი დოლარი იქნებოდა.

შესაბამისად, ბანკის ეკონომისტებმა ასევე გაზარდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზები. კერძდ, ისინი ვარაუდობენ, რომ მშპ-ის ზრდა მეორე კვარტალში 11 პროცენტს მიაღწევს. ასევე (0.2-0.2 პროცენტით) გაიზარდა 2021 და 2022 წლების მშპ-ის პროგნოზები - შესაბამისად, 6.8 და 4.5 პროცენტამდე.

„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დახმარების პროგრამის 400 მილიარდი დოლარით გაზრდა, მშპ-ის 2 პროცენტით ზრდაში აისახება. მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი, რამდენიმე კვარტალზე გადანაწილდება და აქედან გამომდინარე, მშპ-ის შედარებით მოკრძალებულ ზრდას გამოიწვევს“, - წერენ „გოლდმენ საქსის“ ეკონომისტები.