გაუმჯობესებული ეკონომიკის მიუხედავად ფედრზერვი განაკვეთს ისევ არ ცვლის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
გაუმჯობესებული ეკონომიკის მიუხედავად ფედრზერვი განაკვეთს ისევ არ ცვლის

ფედრეზერვმა დღეს დოლარზე საპროცენტო განაკვეთი ისევ უცვლელად დატოვა და კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ რბილ მონეტარულ პოლიტიკას იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ ეკონომიკის აღდგენა გაგრძელდება და ინფლაციაც მიზნობირვ დონესთან ახლოს დარჩება.

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) გადაწყვეტილებით, დლარზე განკვეთი 0-0.25 პროცენტის არეალში დარჩა. იმავდროულად, ცენტრალური ბანკი სახაზინო ბონდების შესყიდვების მიმდინარე მოცულობას (120 მილიარდი დოლარი თვეში) შეინარჩუნებს.

„ვაქცინაციის სწრაფი ტემპის და ძლიერი სტიმულირების ფონზე, ეკონომიკის აქტივობა და დასაქმება უმჯობესდება. ინფლაცია გაიზარდა, რაც მეტწილად, გარდამავალი ფაქტორებით არის განპირობებული“, - ნათქვამია ფედრეზერვის განცხადებაში.

ფედრეზერვის განცხადებამდეც, ბაზარი არ ელოდა მონეტარული პოლიტიკის შეცვლას, რადგან ცენტრალური ბანკის წევრები და მისი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი გამუდმებით იმეორებენ, რომ პოლიტიკის შეცვლა ჯერჯერობით არ იგეგმება.

ფედრეზერვის პოლიტიკა სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული. ესაა მაქსიმალური დასაქმება, ინფლაციის 2-პროცენტიანი დონის მიღწევა და გარკვეული დროით, ინფლაციის 2 პროცენტზე ოდნავ მაღალ დონეზე შენარჩუნება.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ფედრეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის მოულოდნელ გამკაცრებას უფრთხიან. მათი შიშის საფუძველია ის გარემოება, რომ აშშ-ის ეკონომიკის აღდგენის ტემპი იზრდება.

10-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობამ 2.4 პროცენტს მიაღწია, რაც 2013 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პირადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდამ 1.6 პროცენტს მიაღწია. ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ეკონომიკის გახსნის კვალად, ინფლაციის ნახტომისებრი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ეს დროებითი მოვლენა იქნება.