GBPUSD – ამობრუნებული თავი და მხრები

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
GBPUSD – ამობრუნებული თავი და მხრები

სტერლინგის და დოლარის წყვილი კარგად „მუშაობს“. მართალია, ამ კვირაში 1.30-ზე დაბლა ჩამოვიდა, მაგრამ დღეს ისევ ასცდა ამ მნიშვნელოვან ზღვარს, რომელიც ამჯერად, ამობრუნებული „თავი და მხრების“ ყელის დონესაც ემთხვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ წყვილის ფასი ამ დონეს ზედა მიმართულებით დაშორდა, შემდგომი ზრდისთვის სოლიდური სტიმული შეიქმნება.

ამ შემთხვევაში, პირველ წინააღმდეგობას შექმნის 2007 წლის ბოლოს დაწყებული დაღმავალი ტრენდული ხაზი, რომელთან შეხვედრაც 1.35-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი. იქვე ახლოსაა 1.3516 – 2009 წლის იანვრის მინიმუმი, რომელმაც წყვილის ზრდა წელს ორჯერ შეაჩერა.