ფინანსური ბაზრები 2023 წლამდე დოლარის განაკვეთის ზრდაზე ფსონს ზრდიან

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფინანსური ბაზრები 2023 წლამდე დოლარის განაკვეთის ზრდაზე ფსონს ზრდიან

შეერთებული შტატების ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ასპექტები აჩვენებს, რომ ინვესტორები უკვე ცდილობენ ფასებში მოსალოდნელი ცვლილებების ასახვას. კერძოდ, ისინი თვლიან, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში დოლარზე განაკვეთის აწევაა მოსალოდნელი. ამის იმედს კი იძლევა სტიმულირების მოსალოდნელი პროგრამა, რასაც ინფლაციის დონის აწევა უნდა მოჰყვეს.

ევროდოლარის ფიუჩერსის კონტრაქტები, რომელთა დაფარვის ვადა 2023 წლის სექტემბერში იწურება, ითვალისწინებს, მანამდე ფედრეზერვი ერთზე მეტჯერ ასწევს განაკვეთს. ერთი კვირის წინანდელი მაჩვენებლების შესაბამისად, განაკვეთის მხოლოდ ერთხელ აწევა იყო ნავარაუდები.

„აშკარაა, რომ ბაზრები 2023 წლის მეორე ნახევარში დოლარზე განაკვეთის აწევებს ვარაუდობენ. მაგრამ ამ დროში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ აშშ-ის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შემცირება გაგრძელდება, როგორც ეს დეკემბერში მოხდა“, - ამბობს „სოსიეტე ჟენერალის“ ლონდონის ოფისის სტრატეგი კენეთ ბრუქსი.

აშშ-ის ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში და მსოფლიოში, კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო და პრეზიდენტის არჩევნებში, ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა. ოპტიმიზმს აძლიერებს ეკონომიკის სტიმულირების ახალი პროგრამის მოლოდინიც.

იმ დროს, როდესაც ფინანსური ბაზრები ელიან, რომ დოლარზე განაკვეთი რეკორდულად დაბალ დონეზე, სულ ცოტა, მომავალი წლის შუამდე დარჩება, „მორგან სტენლის“ სტრატეგები პროგნოზირებენ, რომ ფედრეზერვი აქტივების შესყიდვის პროგრამის შემცირებას, 2022 წლის იანვრამდე დაიწყებენ.

ამერიკული ბანკი მოელის, რომ ფედრეზერვი ყოველ სხდომაზე, სახელმწიფო ვალდებულებების 10 მილირდი, იპოთეკით გარანტირებული ვალების შესყიდვას კი 5 მილიარდი დოლარით შეკვეცავენ. ამის მიზანი კი ისაა, რომ 2023 წლამდე ფასიანი ქაღალდების შესყიდვა საერთოდ შეწყდეს.

ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ შესყიდვების გაჩერებას, მაშინვე მოჰყვება მონტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყება. ასეთი ნაბიჯი, ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რასაც ფედრეზერვი მოერიდება.