ფედრეზერვი - აშშ-ის ეკონომიკა აჩქარებას იწყებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვი - აშშ-ის ეკონომიკა აჩქარებას იწყებს

ფედრეზერვი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ეკონმიკამ აჩქარება დაიწყო, რასაც საფუძველს მომხმრებელთა შორის თავდაჯერების ზრდა აძლევს. უფრო მეტიც, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს და ეს დასაქმებასაც გააუმჯობესებს.

ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ზრდის ძირითადი მიზეზია ვაქცინციის სწრაფი პროცესი და მძლავრი ფისკალური მხარდაჭერა. სამუშაოზე სულ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, რომლებსაც ჩაკეტილობისას, შინ ყოფნა უწევდათ. ეს შრომის ბაზარს აუმჯობესებს.

თანამშრომელთა დაქირავების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურია მრეწველობის, მშენებლობის, გართობის და ტურისტულ სფეროებში. ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება ტრანსპორტი. ფედრეზერვი ამბობს, რომ მარტის შემდეგ, პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტურია.

ატლანტას ფედრეზერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სასტუმროებს დაჯავშნის პროცესი დაწყებული აქვთ არამხოლოდ გაზაფხულისთვის, არამედ ზაფხულისა და შემდგომი პერიოდისთვისაც.

ყველაზე მეტად, სწორედ ტურიზმის სფეროა გაუმჯობესებული. არადა, პანდემიის დროს, სწორედ ტურიზმი იყო იმ სექტორებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა. სავარაუდდ, ყველაზე სწრაფად, ტურიზმის სექტორი ნიუ იორკში გამოცოცხლდა. არადა, ჯერ კიდვ სამი თვის წინ, ნიუ იორკში ტურიზმი სავალალო მდგომარეობაში იყო. მგზავრობის სწრაფი ზრდს წყალობით, ნიუ იორკში სასტუმროები უკვე აღწევენ 50-პროცენტიან დატვირთვას.

პაუელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გარდატეხის მომენტშია და რომ მისი ზრდა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აჩქარდება. მაგრამ ჯერაც რჩევა რისკი, მაგალითად, ვირუსის გავრცელების ახალი აფეთქებისა, თან ისეთი ვარიანტით, რომლის მკურნლობა უფრო რთულია.

მარტში ამერიკაში 916 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ყველაზე დიდი მატებაა ბოლო შვიდ თვეში. იმავდროულად, სწრაფად იზრდება სამომხმარებლო ფასები, რომლის ზრდის ტემპიც, ბოლო რვაწელიწადნახევარში ყველაზე მაღალია.

ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მიწოდების სფეროში არსებული შეფერხებები, რაც ასევე პანდემიით არის გამოწვეული. ეს გარემოება, ფასებზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პანდემიის უკან დახევის კვალად, ეს პრობლემაც თანდათან გამოსწორდება.

პაუელი და ფედრეზერვის სხვა წევრები თვლიან, რომ მაღალი ინფლაცია, უახლოეს პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის შეცვლისკენ ვერ უბიძგებს. ცენტრალური ბანკი არ მალავს, რომ რბილ პოლიტიკას, კრიზისის დასრულებამდე  შეინარჩუნებს.

დაბოლოს, ფედრეზერვის წევრები ფიქრობენ, რომ უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე, ხელფასების ზრდის პროცესი შენელებულია. ამის მიზეზი ისაა, რომ დამსაქმებლებს დიდი არჩევანი აქვთ, ასეთ დროს კი მათ ხელფასების ზრდის ნაკლები მოტივი გააჩნიათ.