ფედრეზერვმა განაკვეთი თითქმის ნულამდე დაიყვანა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვმა განაკვეთი თითქმის ნულამდე დაიყვანა

შეერთებული შტატების ფედრეზერვის გადაწყვეტილებით, დოლარზე განაკვეთი თითქმის ნულამდე - (0-0.25 პროცენტამდე) შეიკვეცა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკი, სახაზინო ბონდების შესყიდვის პროგრამას განაახლებს.

ამასთან, ფედრეზერვი შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად, ისინი სამი თვის განმავლობაში, კრედიტების დოლარებით გაცემაზე გადავლენ.

ფედრეზერვის ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისა და კომპანიებისთვის, დოლარი უფრო იოლად და იაფად ხელმისაწვდომი გახდება, რამაც გლობალური ეკონომიკის კორონავირუსის პანდემიის მძიმე შედეგებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს. საერთო ჯამში, აშშ-ის ცენტრალური ბანკი, 700 მილიარდი დოლარის სახაზინო ბონდებს შეისყიდის.