ფედრეზერვის შეფი: კორონავირუსი აშშ-ის ეკონომიკის აღდგენას ანალებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის შეფი: კორონავირუსი აშშ-ის ეკონომიკის აღდგენას ანალებს

ფედრეზერვმა დოლარზე განაკვეთი უცვლელად დატოვა და არც ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა შეუცვლია. ცენტრალური ბანკის ასეთი ნაბიჯი, კორონავირუსის პანდემიის ახალი შეტევის ფონზე მოსალოდნელი იყო. ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის თქმით, პანდემია ეკონომიკის განვითარებას აფერხებს და ცენტრალური ბანკი გააკეთებს ყველაფერს, რაც ეკონომიკის აღდგენისთვის იქნება საჭირო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამომხმარებლო ბაზარი ისევ შენელდა  და უმუშევრობის დონე გაიზარდა, რადგან ახალი სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით მცირე ბიზნესში არ, ან ნელი ტემპით იზრდება. პაუელის თქმით, „შეერთებული შტატები ვირუსის შეკავების ახალ ფაზაში შევიდა, რა დროსაც, დაცვა სჭირდება როგორც ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკას“.

როგორც ჩანს, ღია ბაზრების ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC) გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა შემოდგომისთვის გადადო. სწორედ ამ დროისთვის გამოიკვეთება ეპიდემიასთან ბრძოლის სურათი და ისიც ცნობილი გახდება, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კონგრესი იმისთვის, რომ ეკონომიკას წელში გამართვაში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან სესხებზე განაკვეთი 0-0.25 პროცენტის ფარგლებშია. ამ დონემდე ცენტრალურმა ბანკმა ის მaრტში დასწია, როცა ვირუსმა ქვეყანას პირველად, მთელი სიმძაფრით შეუტია.