ფედრეზერვის პოლიტიკამ შესაძლოა ევრო გააძლიეროს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის პოლიტიკამ შესაძლოა ევრო გააძლიეროს

ფინანსური სამყაროს ორი გიგანტი, დოლარს დასუსტებას უწინასწარმეტყველებს. „მორგან სტენლი“ და „სტანდარდ ჩარტერედი“ ვარაუდობენ, რომ ბაზარზე დოლარის სიჭარბეა მოსალოდნელი, რაც აშშ-ის მზარდი მონეტარული ბაზის ფონზე, დოლარს გაუფასურებით ემუქრება.

სექტემბრის რყევების შემდეგ, დოლარის შეთავაზება მატულობს, რასაც ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ფედრეზერვი ნაღდი ფულით ჭარბად უზრუნველყოფს საბანკო ფინანსირების ბაზარს. ამას შეუძლია ამერიკული ბაზრების მომგებიანობის გადაფარვა იმის ფონზე, რომ ევროპული ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი შესაძლოა შეცვალოს.

„მორგან სტენლის“ სტრატეგები ვარაუდობენ, რომ ფედრეზერვის მიერ ბაზარზე ჭარბი ნაღდი ფულის გამოტანას, კომერციული ბანკები წლის ბოლომდე მეტნაკლებად აითვისებენ. მაგრამ ახალი წლის დაწყებისთანავე, შესაძლოა ბაზარზე ფულის დეფიციტი მისმა სიჭარბემ შეცვალოს.

ამას სხვა ფაქტორებიც შეიძლება დაემატოს. „მორგან სტენლის“ ვარაუდით, გლობალური ეკონომიკის აშშ-ისაზე უფრო სწრაფი განვითარება, ინვესტიციების ნაწილს სხვა მიმართულებით მიიზიდავს და ეს მომავალ წელს ერთ-ერთი ძირითადი ტრენდი იქნება. ბლუმბერგის კვლევა აჩვენებს, რომ წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 3.1 პროცენტამდე შემცირდება, რაც აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპზე (3.2%) მხოლოდ 0.1 პროცენტით ნაკლებია.

„სტანდარდ ჩარტერედის“ ანალიტიკის შესაბამისად, 2011 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების სწრაფად მზარდი მონეტარული ბაზისი, ევროს მოსალოდნელი გამყარების კარგი ინდიკატორია.

გარდა ამისა, დლარის დასუსტებას ხელს შეუწყობს აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განვითარება და პრეზიდენტის მომავალი წლის არჩევნები. ეს ყველაფერი, დლართან წყვილშ ევროს გამყარებას შეუწყობს ხელს.

„კრედიტ აგრიკოლი“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევრო-დოლარის ვარდნის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, რადგან ევრო ზონაში ეკონომიკამ დიდი ალბათობით, ფსკერს უკვე მიაღწია, რაც იმის ნიშანია, რომ ახლა უკვე ზრდაა მოსალოდნელი. ეს კი ევროს გამყარებას გამოიწვევს.

„მორგან სტენლი“ ფიქრობს, რომ აშშ-ის და ევროპის ეკონომიკების ზრდას შორის სხვაობის კლების კვალობაზე, ევროს მკვეთრად ზრდის შანსი მატულობს. „დოიჩე ბანკის“ მონაცემებით, ევრო ზონის მონაცემების მოულოდნელობის ინდიკატორი, ბოლო 20 თვეში პირველად გახდა დადებითი.