ფედრეზერვის მესტერის თქმით, ინფლაცია პანდემიის ფაქტორებს უკავშირდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის მესტერის თქმით, ინფლაცია პანდემიის ფაქტორებს უკავშირდება კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი ლორეტა მესტერი ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზთა შორისაა მიწოდების და მოთხოვნის ფაქტორები. ძირითადი მიზეზები კი პანდემიას უკავშირდება, თუმცა დროთა განმავლობაში, ისინი გაიფანტება. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის წარმმართველები ვალდებულები არიან, მოკლევადიანი ინფლაციური ზეწოლები, გრძელვადიანისგან განასხვავონ, რაც მათ გამოწვევაზე ზასტად რეაგირებაში დაეხმარება. საშუალო და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდა, ინფლაციის მუდმივ ზრდასთან ერთად, შეიძლება იმის მიზეზი იყოს, რომ ამ პროცესს ბიძგს აძლევს ბაზარზე მოსალოდნელზე მეტად გაზრდილი მოთხოვნა, დასძენს მესტერი, ვინც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ხმის უფლებას მომავალი წლიდან მიიღებს. მესტერი ამბობს, რომ მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტწილად პანდემიით არის გამოწვეული და ისინი შეიძლება იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრებს, ინფლაციის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე, ტურადღების გამახვილება მართებთ. „თუ ინფლაციის ზრდას მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს, ეს ის არაა, რაზეც მონეტარულ პოლიტიკას პასუხი მერთებს“, - დასძენს მესტერი. ფედრეზერვმა თავისი სექტემბრის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ნოემბერში აქტივების პროგრამის შეკვეცას დაიწყებს, ამ პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად 120 მილიარდი დლარის აქტივებს ყიდულობს, რითაც პანდემიით დაკნინებულ ეკონომიკას გაჯანსაღებაში ეხმარება. რაც შეეხება განაკვეთის ზრდას, ამის წინაპირობას, ფედრეზერვის წევრებმა თამასა უფრო მაღლა დააფიქსირეს. თუმცა მესტერი ამბობს, რომ თუ შრომის ბაზრის ზრდა ახლანდელი ტემპით გაგრძელდა, განაკვეთის ზრდის დაწყება 2022 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.