ფედრეზერვის კაშკარი - განაკვეთის შეკვეცა სუსტი იარაღია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის კაშკარი - განაკვეთის შეკვეცა სუსტი იარაღია

მინეაპოლისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი ნილ კაშკარი ამბობს, რომ განაკვეთის შეკვეცა „სუსტი იარაღია“ იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომისგან დაიცვას. მაგრამ ამის მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალურ ბანკს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მაინც უწევს.

„თუ ბიზნესის ინვესტიციები კლებას გააგრძელებს, თუ რეცესიის გამაფრთხილებელი სიგნალები არ შეწყდება, მაშინ ფედერალურ რეზერვს მოუწევს იმის გაკეთება, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს კაშკარი და დასძენს, რომ სახაზინო ბონდების მომგებიანობს ტეხილის ფაქტორი, მოსალოდნელი რეცესიის „ყველაზე საგანგაშო“ სიგნალია, რადგან ის გვიჩვენებს ინვესტორთა განწყობას ეკონომიკის ზრდის მიმართ.