ფედრეზერვის კაპლანი: განაკვეთი თავის ადგილზეა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის კაპლანი: განაკვეთი თავის ადგილზეა

დალასის ფედრეზერვის პრეზიდენტი რობერტ კაპლანი ამბობს, რომ დოლარზე განაკვეთი  თავის ადგილზეა და რომ მისი შემცირების საჭიროება არ არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ბლუმბერგისთვის პეკინში მიცემულ ინტერვიუში კაპლანი დასძენს, რომ შეერთებულ შტატებში ინფლაციური ზეწოლა განელებულია. მაგრამ მონეტარული პოლიტიკის ცვალებადობა ამას ვერ შეცვლის. კაპლანის თქმით, ფასებზე ციკლური ზეწოლები ძირიტადად დროებითი ფაქტორებია, ზოგ შემთხვევაში კი სტრუქტურული ფაქტორები მოქმედებს.

„შექმნილ სიტუაციას ძალიან ფრთხილად დავაკვირდებით. ამ ეტაპზე, განაკვეთის შემცირების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ინფლაციის ციკლურ ზემოქმედებაზე რეაგირების საუკეთესო საშუალება დაკვირვებაა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ დროს, სტრუქტურული ელემენტები ნაკლებად მოქმედებს“, - ამბობს კაპლანი.

რაც შეეხება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობაში, დაძაბულობის ახალი ესკალაციის საშიშროებას, კაპლანი თვლის, რომ ამას აშშ-ის ეკონომიკურ ზრდაზე ძლიერი ზემოქმედება არ შეუძლია. თუმცა დასძენს, რომ რიგ შემთხვევებში, ბიზნესებს მომარაგების არხების და ლოჯისტიკური ოპერაციების გადახედვა და შეცვლა მოუწევთ. ბევრი მათგანი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას და მექსიკას მიაშურებს.