ფედრეზერვის გადაწყვეტილების წინ, დოლარი სტაბილურია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის გადაწყვეტილების წინ, დოლარი სტაბილურია

შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მორიგი სხდომის გადაწყვეტილება ხვალ გამოქვეყნდება. მანამდე კი დოლარი მეტნაკლებ სტაბილურობას ინარჩუნებს და უახლოეს მაქსიმუმთან რჩება.

დლარის ინდქსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 92.50-ის სიახლოვეს იმყოფება. ეს კი ბოლო სამ თვენახევრის მაქსიმუმთან (93.194) ახლოსაა. იენის გარდა, ამერიკული დოლარი სტერლინგთან, ევროსთან და ავსტრალიურ დოლართან წყვილებში ოდნავ გამყარდა.

სავაჭრო დიაპაზონები დაბალია, რადგან ფედრეზერვის სხდომის წინ, ინვესტორები და ტრეიდერები გარიგებებს თავს არიდებენ. ცენტრალური ბანკის ამ შეხვედრაზე, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოსალოდნელი არაა, მაგრამ ბაზარი ელის მინიშნებას იმაზე, თუ როდისთვის არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის სტაბილიზაციის დაწყება. კერძოდ კი, სტიმულირების პროგრამის შეკვეცას დაწყება.

„ადრეული შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად აქტუალურია ფედრეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქტივების შესყიდვების პროგრამებს შეეხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესყიდვების აგრესიული შეკვეცის მეტი საფუძველი შეერთებულ შტატებში არსებობს, ვიდრე ევრო ზონაში. ამის მიზეზი ისაა, რომ აშშ-ში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. ამის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ამერიკულ დოლარს გამყარების მეტი საფუძველი აქვს“, - ამბობენ „ნორდეას“ ანალიტიკოსები.