ევროს გამყარება ECB-ს ზოგ წევრს აშფოთებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევროს გამყარება ECB-ს ზოგ წევრს აშფოთებს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები, ევროს გამყარების გამო შეშფოთებას არ მალავენ და ამბობენ, რომ უფრო მეტად გამყარების შემტხვევაში, ექსპორტზე მომუშავე ბიზნესებს მოგება შეუმცირდებათ და საცალო ფასები კლებას დაიწყებს.

„ფაინენშლ ტაიმსის“ ინფორმაციით, ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ზოგიერთი წევრი ფიქრობს, რომ დოლართან და სხვა ვალუტებთან წყვილებში ევროს გამყარება, ევროზონის ეკონომიკას უკან დასწევს. გამოცემას, საბჭოს იმ წევრების ვინაობა არ გაუმხელია, ვინც ამ მოსაზრებას გამოთქვამს.

„შეტყობინება, რომელიც ECB-დან მოდის, ყურადღებას იმსახურებს, რადგან მსგავსი რამ იშვიათად გვესმის. დეფლაციის საშიშროება მთელს მსოფლიოში იზრდება. ყველა იზიარებს მოსაზრებას, აშშ-ის ბონდების რეალურმა მომგებიანობამ, დოლარის პოზიცია შეარყია. და როგორც ჩანს, ECB ამაზე რეაგირებას აპირებს“, - ამბობს კანადის სამეფო კომერცული ბანკის სტრატეგი პატრიკ ბენეტი.

სამშაბათს ECB-ს მთავარმა ეკონომისტმა ფილიპ ლეინმა განაცხადა, რომ ევროს მოძრაობა, რეგიონის მონეტარული პოლიტიკის ზოგად პირობებზე ზეგავლენას იქონიებს. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროს გამყარების ძირითადი ფაქტორი, დოლარის დასუსტებაა. თუმცა ECB-სთვის მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ევროს გამყარება, ექსპორტზე ორიენტირებულ ევროპულ ეკონომიკას აზარალებს და მის ფარგლებში, ინფლაციის დონეს დაბლა სწევს.