ევროკავშირს ბრიტანეთთან მოლაპარაკებისთვის მეტი დრო დასჭირდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევროკავშირს ბრიტანეთთან მოლაპარაკებისთვის მეტი დრო დასჭირდება

ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიენი ამბობს, რომ ევროკავშირს ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად, დათქმულზე მეტი დრო დასჭირდება. მისი აზრით, ორივე მხარეს დაფიქრება მართებს იმაზე, საკმარისია თუ არა 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე არსებული დრო იმისთვის, რომ სავაჭრო და სხვა სფეროში შეთანხმებები გაფორმდეს.

„ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ წლის შუაში განვიხილავთ ამ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში, გრდამავალი პერიოდის ბოლო ვადას გადავწევთ“, - ამბობს ფონ დერ ლიენი. ბრიტანეთმა კი ევროკავშირთან ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, შემჭიდროებული ბოლო ვადა იმ მრტივი მიზეზის გამო დაისახა, რომ ბრიუსელს სწრაფი მოქმედებისკენ უბიძგოს.

მაგრამ ფონ დერ ლიენის აზრით, ეს მეტისმეტად მოკლე ვადაა იმისათვის, რომ მხარეებმა სავაჭროსთან ერთად, სხვა სფეროს სრულყოფილი შეთანხმებებიც გააფორმონ.