ECB სტიმულირების პროგრამის გასაზრდელად მზადაა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB სტიმულირების პროგრამის გასაზრდელად მზადაა

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მთავარი ეკონომისტი ფილიპ ლეინი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და თუ საჭირო გახდა, ბონდების შესყიდვის საგანგებო პროგრამას გააფართოებს.

ECB-ს მონტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ორ კვირაში გაიმართება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ ბანკს გადაწყვეტილების მიღება უფრო ადრეც შეუძლია. ლეინი ამბობს, რომ ეკონომიკას მონეტარული მხარდაჭერა სჭირდება, რასაც ევრო ზონის 19 წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცენტრალური ბანკის გეგმა, რომელიც მარტიდან მოქმედებს, 75ო მილიარდი ევროს აქტივების შესყიდვას ითვალისწინებს, რაც არის საგანგებო პროგრამის ნაწილი. ამასთან ECB ამ პროგრამის გაფართოებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ეკონომიკის პირდაპირი სტიმულირების გარდა, ცენტრალური ბანკის მიზანი ისიცაა, რომ არ დაუშვას ბონდების მომგებიანობის ზრდა, რაც ECB-ს უპრეცედენტოდ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის დადებითი ეფექტების განეიტრალებას გამოიწვევს.

პირველ კვარტალში ევრო ზონის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდა და არსებული პროგნოზით, მეორე კვარტალში კლება უფრო მკვეთრი იქნება. თუმცა ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, ეკონომიკა სწორედ მეორე კვარტალში მიაღწევს ფსკერს, რის შემდეგაც გაჯანსაღების პროცესი დაიწყება.