ECB სავარაუდოდ განაკვეთს 2023 წელსაც არ გაზრდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB სავარაუდოდ განაკვეთს 2023 წელსაც არ გაზრდის

ესპანეთის ბანკის მმართველი პაბლო ერნანდეს დე კოსი ფიქრობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), რომლის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრიც თავადაც არის, ევროზე განაკვეთს 2023 წელსაც არ გაზრდის.

ასეთი ვარაუდი დე კოსმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც გერმანელ ეკონომისტებთან პრივატული შეხვედრისას, ECB-ს უფროსმა ეკონომისტმა ფილიპ ლეინმა განაცხადა, რომ მისი და ECB-ს ვარაუდით, ევრო ზონაში ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის მიღწევა, 2025 წლამდე პერიოდში არის მოსალოდნელი.

დე კოსის თქმით, ამგვარი მოსაზრება იმის მინიშნებად აღიქმება, რომ განაკვეთის ზრდა შეიძლება 2023 წელს დაიწყოს. მაგრამ ესპანელი ეკონომისტის აზრით, დღევანდელი მოლოდინების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ასე ადრე დაწყება, არარეალურად მოჩანს.

დე კოსი ასევე ამბობს, რომ განაკვეთის აწევის დაწყებამდე, სამი პირობაა შესასრულებელი, რომლების მიხედვიტაც, ECB გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, „ჟურნალისტების დასკვნები, ECB-ს ვარაუდებთან თანხვედრაში არაა“.