ECB საკრიზისო პროგრამიდან ეტაპობრივად გამოვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB საკრიზისო პროგრამიდან ეტაპობრივად გამოვა

ფინეთის ცენტრალური შეფი ოლი რენი ამბობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) კრიზისთან ბრძოლის პროგრამებს ეტაპობრივად შეაჩერებს. და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ევრო ზონის საფინანსო ბაზარი სტაბილურობას და მდგრადობას მიაღწევს.

ECB დეკემბერში განიხილავს საკითხს, თუ როდის დაიწყოს იმ 1.85-ტრილიონ ევროიანი საგანგებო პროგრამის შეჩერება, რომელიც პანდემიისგან დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად, აქტივების მასიური შესყიდვების სახით ხორციელდება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ეკონომიკის მხარდაჭერის სხვა საშუალებათა გამოყენების აუცილებლობაზეც იმსჯელებს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ფინანსირების ისეთი პირობების უზრუნველყოფას, რომელიც კრიზისული საგანგებო ღონისძიებების ეტაპობრივად შეჩერების და ნორმალიზაციის პროცესის დაწყების საბაბს მოგვცემს“, - ამბობს რენი, ვინც ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრია.