ECB-მ ყველაფერი უცვლელად დატოვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-მ ყველაფერი უცვლელად დატოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროზე განაკვეთი კვლავ უცვლელად დატოვა. ბანკი კვლავ რეაგირების გარეშე ტოვებს ეკონომიკის ზრდის შენელების და ინფლაციის კლების ფაქტს და სტიმულირების ახალი პროგრამის დაწყებას არ ჩქარობს. ამასთან, ECB-მ გამოაცხადა, რომ წელს განაკვეთის ზრდა აღარ მოხდება.

„მმართველი საბჭო მოელის, რომ ECB-ს ძირითადი განაკვეთი ახლანდელ დონეზე სულ ცოტა, 2019 წლის ბოლომდე დარჩება და საჭიროების შემთხვევაში, უფრო დიდხანსაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში. ბაზრის მოლოდინია, რომ ECB განაკვეთს 2021 წლამდე არ გაზრდის. შესაბამისად, ბანკის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, სავალუტო ბაზარზე რეაქცია პრაქტიკულად არ მოჰყოლია.

ECB-ს მმართველმა საბჭომ ასევე გამოაცხადა, რომ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, კვლავაც ეკონომიკის და ინფლაციის მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს. ინვესტორები ECB-ს პრეზიდენტ მარიო დრაგის პრეს კონფერენციისგანაც ბევრს არაფერს ელიან.

ამგვარად, ECB-ს ძირითად საპროცენტო განაკვეთი ნულოვან დონეზე დარჩა, სადეპოზიტო განაკვეთი კვლავ -0.40 პროცენტია, მარჯინალური კრედიტების განაკვეთი კი 0.25 პროცენტი.