ECB-მ მონეტარული პოლიტიკა ისევ უცვლელად დატოვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-მ მონეტარული პოლიტიკა ისევ უცვლელად დატოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დღეს თავისი მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. იმავდროულად, შენრჩუნდბა სტიმულირების მასიური პროგრამა. ამგვარად, ევროზე განაკვეთი რეკორდულად დაბალ დონეზე რჩება და ბანკი ბონდების შესყიდვას გააგრძელებს.

ამის პარალელურად, ცენტრალური ბანკის პროგნოზში ლაპარაკია იმაზე, რომ წლის შუაწელიდან, ინფექციების კონტროლს ქვეშ მოქცევის კვალად, პანდემიური შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, რაც ეკონომიკას სწრაფი აღდგენის სტიმულს მისცემს. ასეთი პროგნოზის საფუძველს ის გარემოება ქმნის, რომ ვაქცინციის პროცესი თანდათან იკრებს ტემპს, რაც შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ 10 ივნისის სხდომაზე, განხილვის მთავარი თემა, ბონდების შესყიდვის მოცულობის შესაძლო შემცირება იქნება. მარტის სხდომაზე, ECB-ს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ამ კვარტალში შესყიდვების პროგრამა გაეზარდათ. ივნისის სხდომაზე ახალი კვარტალური გადაწყვეტილება იქნება მისაღები. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს რამდენიმე წევრი ახლავე მზადაა იმისთვის, რომ მესამე კვარტალში შესყიდვების შეკვეცას მისცეს ხმა.

პანდემიური საგანგებო შესყიდვების პროგრამა მომავალ მარტამდე გრძელდება. მისი მოცულობა 1.85 ტრილიონი ევროა. ეს კი შესყიდვების ახლანდელი ტემპის მიხედვით, პროგრამის მოქმედების ბოლომდე საკმარისი არ იქნება. გამოდის, რომ ECB-ს ან პროგრამის მოცულობის გაზრდა მოუწევს, ან შესყიდვების ტემპის შემცირება.

ECB-ს საბჭოს ჰოლანდიელი წევრი კლას კნოტი, ვინც ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული წევრია, დრესვე მზადაა იმისთვის, რომ ივნისის სხდომაზე პროგრამის შემცირებას მისცეს ხმა. საბჭოს წევრთა უმეტესობა კი თვლის, რომ ეს ნაადრევია, რადგან ამჟამად ევროპის ქვეყნებში პანდემიის მესამე ტალღა ბობოქრობს.