ECB გერმანიის სასამართლოს პასუხობს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB გერმანიის სასამართლოს პასუხობს

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ირწმუნება, რომ სახელმწიფო ბონდების შესყიდვის პროგრამა საუკეთესო გამოსავალია იმ სიტუაციაში, როცა ახალი კორონავირუსის პანდემია, ევრო ზონის  (და არამხოლოდ მის) ეკონომიკას განადგურებით ემუქრება.

ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის წევრებმა, 4 ივნისის სხდომაზე, ბევრი კამათის გადაწყვიტეს, რომ სტიმულირების ამგვარ პროგრამას (რომლის მოცულობაც 2 ტრილიონ ევროზე მეტია), მინუსებზე გაცილებით მეტი პლიუსი აქვს. მაგრამ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ECB-ს გადაწყვეტილება არასამართლებრივად სცნო და ცენტრალურ ბანკს მისი შეცვლა მოსთხოვა. და ბუნდსბანკს დაავალა, რომ არ შეუერთდას პროგრამას, თუ ECB ამ პროგრამის პროპორციულობას სამ თვეში ვერ დაამტკიცებს.

„ეკონომიკურ ლიტერატურაში საკმაოზე მეტი საფუძვლიანი მოწმობაა იმისა, რომ მთლიანობაში აქტივების შესყიდვა და კონკრეტულად, საზოგადოებრივ სექტორში შესყიდვები ეფექტურია, როცა მიზანი, ეკონომიკის სტიმულირება და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა“, - ნათქვამია ECB-ს განცხადებაში.

ECB-ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს იმის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინონ, რომ ცენტრალური ბანკის პროგრამა პროპორციულია და ECB უშუალოდ არ უხელმძღვანელებს პროცესს.

პარალელურად, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, ECB სათადარიგო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც ბუნდესბანკის მონაწილეობის გარეშე, სტიმულირების პროგრამის განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, ამავე შემთხვევისთვის, ცენტრალური ბანკი ბუნდესბანკის წინააღმდეგ სარჩელს აღძრავს.