დრაგი და იელენი დაბალი ინფლაციის და განაკვეთის რისკებზე საუბრობენ

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დრაგი და იელენი დაბალი ინფლაციის და განაკვეთის რისკებზე საუბრობენ

ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის ყოველწლიურ ფორუმზე გამოსვლისას, ფედრეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ყოფილმა შეფებმა, ჯანეტ იელენმა და მარიო დრაგიმ განაცხადეს, დაბალი ინფლაციის და დაბალი განაკვეთის გარემო ბევრი რისკის შემცველია და ცენტრალურ ბანკებს ამ რისკების გასამკვალებლად, ბევრი საშუალება არ აქვთ.

„ვფიქრობ, ევრო ზონას ჯაპანიფიკაციის ერთგვარი რისკი ემუქრება. ოღონდ ეს დასკვნა სულაც არ არის. ევრო ზონაში ჯერაც არსებობს პრობლემის მოგვარების გზები, თუმცა ასე დაუსრულებლად ვერ იქნება“, - ამბობს დრაგი.

იელენი, ვინც ამჟამად უოშინგტონში, კვლევით ჯგუფ ბრუკინგსის ინსტიტუციის თანამშრომელია, ამბობს, რომ ეთანხმება ხაზინს ყოფილ მდივან ლორენს სამერსს, რომლის აზრითაც, აშშ-ი გაჭიანურებული სტაგნაციის მდგომარეობაშია, რა დროსაც, ეკონომიას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ინვესტიციებს, რაც უარყოფითად მოქმედებს განაკვეთზე.

მან რამდენიმე სტრუქტურული მიზეზი გამოჰყო, რომლებიც საპროცენტო განკვეთის ზრდას აფერხებს, მათ შორის, მოსახლეობის დაბერება და უღიმღამო მწარმოებლობა. და მისი აზრით, ეს მიზეზები უცებ არ გაქრება. იელენი ამბობს, რომ ეს ფაქტორები ბუნებით ქრონიკულია.

დრაგი ევრო ზონის ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალური ბანკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა ერთობლივი ძალებით შეძლონ ეკონომიკის მხარდაჭერა. მისი აზრით, საჭიროა ფისკალურ პოლიტიკაში გარკვეული შეზღუდვების გამოყენება. მისი თქმით, ECB მუდმივად იმეორებს, რომ საჭიროა ფისკალური პოლიტიკის როლის გაძლიერება, რაც დაბალი განაკვეთის პირობებში ეფექტური იქნება.

დრაგი ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ უარი თქვან დეფლაციის იდეაზე. „რა თქმა უნდა, ჯერ გვიან არაა იმისათვის, რომ ევრო ზონამ დეფლაციას თავი დააღწიოს, ის ჯერ დეფლაციის ხაფანგში არ გაბმულა“, - ამბობს დრაგი.

იელენის თქმით, აშშ-ში მონეტარული პოლიტიკა არ უნდა იქცეს რეცესიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად. ის ეთანხმება თავის წინამორბედ ბენ ბერნანკეს იმაში, რომ ხარისხობრივი შერბილება და განაკვეთის პროგნოზირება შეიძლება ეფექტური იყოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის. მონეტარულ პოლიტიკას დიდი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ უახლოეს წლებში მხოლოდ ამის ხარჯზე ფონს გასვლა შეუძლებელი იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ფედერალური ხარჯი და შევკვეცოთ გადასახადები, რაც რეცესიის პირობებში, ეკონომიკის მხარდაჭერაში დაგვეხმარება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, - ამბობს ფედრეზერვის ყოფილი თავმჯდომარე.