დოლარზე განაკვეთი უცვლელია, აშშ-ში შრომის ბაზარი უმჯობესდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარზე განაკვეთი უცვლელია, აშშ-ში შრომის ბაზარი უმჯობესდება

იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებს პრეზიდენტი ჯერაც ვერ აურჩევია, ბაზარმა თიტქმის რეაგირების გარეშე დატოვა ორი მნიშვნელოვანი რამ - ფედრეზერვის გადაწყვეტილება განაკვეთის თაობაზე და მონეტარულ პოლიტიკაზე, ასევე ქვეყნის შრომის ბაზრის სტატისტიკა.

უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში, მოლოდინი არ იყო ისეთი, რაც დოლარის კურსზე ძლიერ ზემოქმედებას მოახდენდა. ღია ბაზრების ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC), როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარზე განაკვეთი უცვლელად, 0.25 პროცენტზე დატოვა. გარდა ამისა FOMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მრთალი, ეკონომიკური აქტივობა და შრომის ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ორივე მაჩვენებელი, წლის დასაწყისისაზე გაცილებით უარესია. გარდა ამისა, პანდემიის გამო, მკვეთრად შემცირდა პროდუქციაზე მოთხოვნა და ენერგომატარებლების ფასები, რაც ინფლაციაზე უარყოფითად აისახება.

ფედრეზერვის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ დაბალი განაკვეთი დიდხანს დარჩება. გარდა ამისა, ეკონომიკა სტიმულირების ახალ ტალღას ელის, რაც ცენტრალური ბანკის მიერ აქტივების შესყიდვის გაზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, გაიზრდება ზეწოლა დოლარზე და ეს ფაქტორი ამერიკულ ვალუტაზე უკვე აისახება.

რაც შეეხება შრომის ბაზარს, სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასასოფლო სფეროში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი, მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა ამ დადებით ფაქტორს აბათილებს პანდმიის მეორე ტალღის სიძლიერე - აშშ-ში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა უკვე 100 ათასს ასცდა...

და მაინც, უმუშევრობის დონე მთელი 1 პროცენტით შემცირდა და 6.9 პროცენტზე დავიდა, რაც პანდემიის ფონზე იმედის მომცემი მაჩვენებელია.