დოლარის ინდექსი ისევ მნიშვნელოვანი ზღვრისკენ დაეშვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარის ინდექსი ისევ მნიშვნელოვანი ზღვრისკენ დაეშვა

უკვე მეორე კვირაა, რაც დოლარის ინდექსი ისევ დაბლა ეშვება და მალე კვლავ იმ მნიშვნელოვან ზღვართან აღმოჩნდება, რომლიდანაც უფრო ადრე აირეკლა და ზრდა დაიწყო. ეს არის 2011 წელს დაწყებული ტრენდული ხაზი, რომელიც აქამდე წარმატებით ახერხებდა ინდექსის ვარდნის შეჩერებას.

იმავდროულად, ის არის იმ აღმავალი არხის ქვედა ზღვარი, რომელშიც ინდექსი ამჟამად მოძრაობს. გარდა ამისა, ინდექსი ახლოსაა კიდევ ერთ (ამჯერად პარალელურ) დონესთან, რომელიც 1998 წლის შემდეგ, მხოლოდ ოთხჯერ გადალახა.

თუ მხარდაჭერის ამ ძლიერი ფაქტორების გადალახვა მოხერხდა, მომდევნო ბარიერს, 2018 წლის მინიმუმი - 88.25 შექმნის. მაგრამ თუ ისევ არეკვლა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დოლარის ინდექსი ზრდის მძლავრ სტიმულს მიიღებს.