დოლარი წლის მაქსიმუმის სიახლოვეს რჩება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი წლის მაქსიმუმის სიახლოვეს რჩება

დღევანდლი ევროპული სესიის დროს, დოლარის ინდექსმა გუშინ მოპოვებული პოზიციების მცირე ნაწილი დათმო, თუმცა ჯერაც წლის მაქსიმუმის სიახლოვეს რჩება და მზადაა იმისთვის, რომ გარღვევა დაადასტუროს. მისი გამყარების მთავარი მიზეზი, უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდა და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყების მოლოდინია.

გუშინ ინდექსმა 94.435-ს მიღწია, დღევანდელი სესიის დასაწყისში კი 94.50-მდე ავიდა, რის შემდგაც, 94.20-მდე დაიწია. სექტემბრის შემდეგ, დოლარს ასეთი სიმაღლეები პირველად დანებდა.

დღეს სააქციო ბაზარზეც ზრდა შეინიშნება და გარდა ამისა, მაღალ ნიშნულებზე რჩება სახაზინო ბონდების მომგებიანობა. მათგან 10-წლიან ბონდებზე მომგებიანობამ ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიღწია. ესეცაა იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც დოლარს გამყარებაში უწყობს ხელს.

ბონდების მომგებიანობის ზრდას განაპირობებს იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი ბონდების შესყიდვის პროგრამის შეკვეცას, წლის ბოლომდე დაიწყებს. იმავდროულად, მცირდება გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი და მაღალ დონეზე რჩება ინფლაცია. დოლარის რისკებისგან თავშესაფრის როლს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლებს შორის, აშშ-ის სახელმწიფო ვალის ჭერის დაწესებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, შესაძლოა მთავრობის მუშაობა შეჩერდეს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განცხადა, რომ კანონმდებლებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მთავრობა მუშაობას 3 დეკემბრამდე გააგრძელებს. თუმცა ეს საკითხის სიმწვავეს არ ასუსტებს.

დოლარს ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებული რისკები აძლიერებს. ამას კი არაერთი გარემოება იწვევს, მათ შორის, ნედლეულზე მაღალი ფასები და ელექტრო ენერგიის გამორთვები.