დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს

დღეს ევროპული სავაჭრო სესიის დასაწყისიდან, დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს და ბოლო ორი კვირის მინიმალური მაჩვენებლების სიახლოვეს რჩება. ამის ფუნდამენტური საფუძველი შექმნა ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლამ, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეული დროით მოქნილი უნდა იყოს.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, დღეს ვიწრო დიაპაზონში (90.24-90.49) მოძრაობს. 0.1 პროცენტით გაიზარდა USDJPY და EURUSD წყვილები, 0.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა AUDUSD წყვილზე.

ნუ იორკის ეკონმიკურ კლუბში გამოსვლისას, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში რბილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, შრომის ბაზრის გაუმჯობესების და ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი იქნება.

მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტი ლარი სამერსი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი ოლივიე ბლანშარი შიშობენ, რომ სტიმულირების პროგრამებმა, განსაკუთრებით პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის 1.9-ტრილიონდოლარიანმა სტიმულირების გეგმამ, შეიძლება შეერთებული შტატების ეკონომიკის გადახურება გამოიწვიოს.

მაგრამ პაუელი ამბობს, რომ მხოლოდ შრომის ბაზრის გაუმჯობესება, ცენტრალური ბანკისთვის, მონეტარული პოლიტიკის გამყარების დასაწყებად, საკმარისი საბაბი ვერ გახდება. ამის მიზეზად ის ასახელებს მოსაზრებას, რომლის შესაბამისადაც, სრულ დასაქმებას, არასასურველი ინფლაციური პროცესების პროვოცირება არ შეუძლია.