დოლარი ბოლო ორი კვირის მინიმალურ მაჩვენებელთან რჩება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი ბოლო ორი კვირის მინიმალურ მაჩვენებელთან რჩება

ამერიკული დოლარის ინდექსი, კვლავ ბოლო ორი კვირის მინიმალური მაჩვენებლის სიახლოვეს რჩება. ფედერალური რეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, სახაზინო ბონდების მომგებიანობამ ოდნავ დაიკლო, რამაც დოლარის ინდექსის დაბალ დონეებთან შენარჩუნება გამოიწვია.

ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირები კვლავაც ფრთხილად განიხილავენ პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებს და ეკონომიკაზე მათ ზემოქმედებას. და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სწრაფად ხორციელდება და ეს ჩაკეტილობის თანდათან დასრულების საფუძველს იძლევა. შესაბამისად, ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს სწრაფად უბრუნდება.

ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის ბოლო მონეტარული სხდომის ჩანაწერებში ხაზგასმულია, რომ სანამ ეკონომიკის აღდგენის პროცესი მდგრად ხასიათს მიიღებს, ცენტრალური ბანკი რბილ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

ამჟამად დოლარის ინდექსი 92.30-ის სიახლოვეს იმყოფება. გუშინ ის 92.134 დონემდე ჩამოვიდა, რაც 23 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მანამდე ხუთი თვის განმავლობაში, დოლარმა აღმავალი ტრენდი ჩამოაყალიბა და გასულ თვეში წლის მაქსიმუმი - 93.439 დააფიქსირა, რისი მთავარი მიზეზიც, ქვეყანაში მიმდინარე სსწრაფი ვაქცინაცია გახდა.

„ფედრეზერვის ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის შეცვლას ჯერ არ აპირებს და გააგრძელებს აღდგენის პროცესის მხარდაჭერას“, - ამბობს ING-ს სავალუტო ბაზრის და განაკვეთების უფროსი სტრატეგი პეტრ კრპატა. ს თვლის, რომ ფედრეზერვის ამჟამინდელი პოლიტიკა, დოლარს ზეწოლის ქვეშ დატოვებს.

10-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობა დღეს 1.658 პროცენტის სიახლოვეს იმყოფებოდა. წინა ღამით ის 1.63 დონემდე იყო დაკლებული. გასული თვის ბოლოს, 10-წლიანი ბონდების მომგებიანობა 1.776 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ერთი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.