დოლარი ბოლო ერთი თვის მინიმუმთან რჩება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი ბოლო ერთი თვის მინიმუმთან რჩება

მას შემდეგ, რაც ბონდების აუქციონზე, ამერიკულ სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც მათი მომგებიანობის კლება მოჰყვა, დოლარმა პოზიციები დათმო.

ლონდონის სავაჭრო სესიის დასაწყისში, დოლარის ინდექსი 91.67-მდე დაეცა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მარტის ბოლოს ინდექსმა 93.43-ს მიაღწია, რაც ბოლო ოთხთვენახევრის მაქსიმალური მაჩვენებელია. და ეს პირველ რიგში, ბონდების მომგებიანობის ზრდამ განაპირობა. მას შემდეგ, ის დაახლოებით 2 პროცენტით შემცირდა და ეს კლება ძირითადად სწორედ მომგებიანობის შემცირების შედეგია.

ამერიკული და გერმანული 10-წლიანი ბონდების მომგებიანობას შორის სხვაობა 193 საბაზისო პუნქტია. თვის დასაწყისში, ეს სხვაობა 200 საბაზისო პუნქტი იყო, წლის დასაწყისში კი - 150. სწორედ ამ სხვაობის ზრდას მოჰყვა ამერიკული ვალუტის ინდექსის გამყარება, რომელმაც სტარტი წლის დასაწყისში აიღო.

დლარის კლებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ გაიზარდა ინფლაციური ზეწოლა. ბოლო სტატისტიკით, მარტში ინფლაციის მაჩვენებელმა 2.6 პროცენტს მიაღწია და ბოლო რვაწელიწადნახევარში, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. რაც მთავარია, ინფლაციის ზრდის მიუხედავად, კვლავ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი მონტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებს.

„ფედრეზერვის განწყობა, შეინარჩუნოს რბილი მონეტარული პოლიტიკა, არის ის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ამერიკულ დოლარს სტაბილური გამყარების საფუძველი ჯერ არ აქვს“, - ნათქვამია „მიცუბიში UFG-ს“ სტრატეგების შეფასებაში.

დოლარმა ყველაზე მეტად პოზიციები ევროსთან და იენთან დათმო. ევროპული ვალუტა ახლოსაა იმასთან, რომ ძლიერი ფსიქოლოგური ბარიერი - 1.20 გადალახოს.

პარალელურად, ახალი რეკორდ დაამყარა ბიტკოინმა, რომლის ფასმაც 64 895 დოლარს მიაღწია.