ბრიტანეთი ევროკავშირისთვის დათმობას არ აპირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრიტანეთი ევროკავშირისთვის დათმობას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ეკონომიკური ბლოკის მხრიდან, ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება.

„მომავალ კვირაში მიშელ ბარნიეს ლონდონში ჩამოსვლას, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნება აზრი - თუ ის ყველა სადავო საკითხის სწრაფად გადასაჭრელად მზადაა და თუ ის ბრიტანეთისგან დათმობებს არ მოითხოვს“, - ამბობს ჯონსონის წარმომადგენელი.

უფრო ადრე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან, სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად, ინტენსიური მოლაპარაკების ვალდებულებას იხსნიან. ისინი ამბობენ, რომ ბრიტანეთმა შეთანხმების მისაღწევად, „საჭირო ნაბიჯები“ უნდა გადადგას.

თანაბარობის ვალდებულებები, თევზჭერა და მართვის საკითხები ის ძირითადი თემებია, რომლებში არსებული განსხვავებებიც, შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის. ყველაფრის მიუხედავად, მოლაპარაკების მონაწილეები მზად არიან და ისინი კავშირს ჯერჯერობით ტელეფონის საშუალებით შეინარჩუნებენ.

შექმნილ სიტუაციაში, ბანკი „მიცუბიში UFG“ სტერლინგის და დოლარის წყვილზე, მოკლე ტაქტიკური პოზიციების გახსნის რეკომენდაციას იძლევა. ბანკის პროგნოზით, მომავალი წელი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის რთული იქნება. აქედან გამომდინარე, ბანკი ინგლისის ბანკისგან, უახლოეს სხდომაზე სტიმულირების პროგრამის გაფართოებას ელის.