ბრიტანეთი ბრექსიტის შეთანხმების დარღვევისთვის მზადაა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრიტანეთი ბრექსიტის შეთანხმების დარღვევისთვის მზადაა

ბრიტანეთმა მოამზადა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირთან დაშორების შემდეგ, ქვეყანაში იმოქმედებს. იმავდროულად, ბრიტანეთი აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონის „მცირედ დარღვევა“ მოუწევს და ევროკავშირთან, ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას „განმრტავს“.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა გეგმამ წარმოქმნა იმის მოლოდინი, რომ ბრიტანთი მზადაა, ევროკავშირის ბაზარი, გაერთიანებასთან ხელშეკრულების მიღწევის გარეშე დატოვოს. ამ გარემოებამ კიდვ უფრო გააძლიერა ზეწოლა სტერლინგზე, რომელმაც პარასკევის შემდეგ, დოლართან წყვილში, დაახლოებით 2 პროცენტი დათმო.

ბრიტანეთმა ევბროკავშირი იანვარში დატოვა, მაგრამ დროებით, ერთიანი ბაზრის წევრად დარჩა. ამისთვის კავშირთან სტატუს ქვოს ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ვადა დეკემბერში გაუვა. სანამ ეს მოხდება, მხარეები სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად, მოლაპარაკებას აწარმოებენ. ახლა კი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გარეშეც დატოვებს ერთიან ბაზარს.

სავაჭრო საკითხზე მოლაპარაკება ფაქტობრივად გაჩერებულია, რადგან მხარეები თევზჭერის საზღვრების საკითხებზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დათმობას არ აპირებს. ევროკავშირს კი ბრიტანეთის წყლებში, თავისი თევზმჭერი გემების თავისუფალი დაშვება სურს.

დღეს ლონდონში ჩაფრინდა ევროკავშირის მხრიდან, ბრექსიტის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე, რომელიც თავის ბრიტანელ კოლეგა დევიდ ფროსტს შეხვდება. ორივე აცხადებს, რომ სადაო საკითხების შესათანხმებლად, ვადა ოქტომბრამდე აქვთ.

იმავდროულად, ევროკავშირი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ თუ ბრიტანეთი ადრე მიღწეულ შეთანხმებას „გადახედავს“, მაშინ სავაჭრო ხელშეკრულება არ იქნება. „მიღწეულ შეთანხმებებს შესრულება უნდა. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ადრე მიღწეული შეთანხმების ცალმხრივად შეცვლის გამო, არ უნდა გართულდეს“, - ამბობს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი.