ბრექსიტის მოლაპარაკებას კვლავ სამი საკითხი აფერხებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრექსიტის მოლაპარაკებას კვლავ სამი საკითხი აფერხებს

ბრექსიტის მოლაპარაკებისთვის გამოყოფილი ვადა იწურება, მაგრამ მხარეებს შორის ისევ სამი საკითხი რჩება მოუგვარებელი. ეს კი მთელ პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს. სანაპიროსთან თევზჭერის პრობლემები, თავისუფალი კონკურენცია და სამომავლო დავების გადაწყვეტის გზები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევრო კავშირის და ბრიტანთის მომლაპარაკებლები შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებენ.

„შეთანხმებასთან ახლოსაცვართ და შორსაც. საკითხების უმეტესობაში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, მაგრამ სამ საკითხზე განსხვავებები გადაუჭრელი რჩება“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ მომლაპარაკებელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, მხარეებს შორის პირისპირ მოლაპარაკება შეწყდა. თუმცა ის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხარეებს ბოლო ვადამდე ექვსი კვირაც აღარ რჩებათ.

ევროკავშირის მხრიდან, მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე დიპლომატი ამბობს, რომ თევზჭერის პრობლემა ყველაზე რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა და მასთან დაკავშირებით, არანაირი წინასვლა არ არსებობს. დანარჩენ ორზე კი პროგრესი შეინიშნება.

ბრიტანული მხარის განცხადებით, მათ წამოაყენეს კორპორატიული სუბსიდიების მარეგულირებელი სამსახურის შექმნის იდეა - ამ საკითხის გადაწყვეტას, ევროკავშირი დიდი ხანია, დაჟინებით მოითხოვს. მაგრამ გაურკვევლობას ქმნის იმის არცოდნა, თუ მომავალში როგორი იქნება სახელმწიფო დახმარების ბრიტანული პოლიტიკა. ევროკავშირს სურს, რომ ეს სამსახური მთავრობისგან დამოუკიდებელი იყოს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც, დასამტკიცებლად ევროპის პარლამენტს გადაეცემა.