ბრექსიტერი პრემიერის არჩევა სტერლინგს ორწლიან მინიმუმამდე დაიყვანს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრექსიტერი პრემიერის არჩევა სტერლინგს ორწლიან მინიმუმამდე დაიყვანს

ბლუმბერგის მიერ, სავალუტო სტრატეგებს შორის ჩატარებული ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბრიტანული სტერლინგი შესაძლოა ორწლიან მინიმუმამდე დაეცეს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ მინისტრად, ხისტი ბრექსიტის მომხრეს აირჩევენ. მაგრამ მკვეთრი ვარდნის აღკვეთა პარლამენტს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ევროპის კავშირიდან უხელშეკრულებოდ გასვლას, მხარს არ დაუჭერს.

დღეს ტერეზა მეი პრემიერის თანამდებობას ოფიციალურად ტოვებს. ამ პოსტის დაკავების პრეტენდენტთა შორის, ყველაზე მეტი შანსი სწორედ ხისტი ბრექსიტის მომხრე ბორის ჯონსონს აქვს. ბლუმბერგის გამოკითხვა ვარაუდობს, რომ ჯონსონის არჩევის შემთხვევაში, სტერლინგი დაახლოებით 2 პროცენტით გაიაფდება და 1.24-მდე დაეშვება.

მაგრამ ING ჯგუფის სავალუტო სტრატეგი პეტრ კრპატა ფიქრობს, რომ პრემიერად არჩევის შემდეგ, ჯონსონს თავისი პოზიციის შერბილება მოუწევს. გარდა ამისა, პარლამენტში ხისტი ბრექსიტის მომხრეები უმრავლესობას არ წარმოადგენენ.

კონსერვატორი კანონმდებლები პემიერობის 11 კანდიდატს შორის, ორ საუკეთესოს აარჩევენ, რის შემდგაც, პარტია კენჭისყრით აირჩევს გამარჯვებულს. ჯონსონის გარდა, კანდიდატებს შორის, ხისტი ბრექსიტის სხვა მომხრეებიც არიან. მათ შორისაა ბრექსიტის ყოფილი მდივანი დომინიკ რააბი. ის ამბობს, რომ მზადაა, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა, რათა უხელშეკრულებო ბრექსიტს მიაღწიოს.