BoE-ს შესაძლოა ბონდების შესყიდვის პროგრამის დასრულება მოუწიოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
BoE-ს შესაძლოა ბონდების შესყიდვის პროგრამის დასრულება მოუწიოს

ინგლისის ბანკის მონტარული პოლიტიკის კომიტეტის გარე წევრი, ბრიტანელი ეკონომისტი მაიკლ სონდერსი ამბობს, რომ ცენტრალურ მოუწევს მსჯელობა სამთავრობო ბონდების შესყიდვის პროგრამის შესაძლო შეწყვეტაზე, რადგან ინფლაცია მკვეთრად იზრდება.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაისში ინფლაციამ 2.5 პროცენტს მიაღწია. სონდერსი ამბობს, რომ ბონდების შესყიდვის გაგრძელების შემთხვევაში, ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ასევე პრობლემის შექმნა შეუძლია.

„ჩემი აზრით, თუ აქტივობის და ინფლაციის ინდიკატორები ამჟამინდელ ტრენდს შეინარჩუნებს და იმავდროულად, ეკონომიკის დაღმასვლის რისკები არ გაიზრდება, მაშინ მონეტარული სტიმულირების ზოგიერთი პროგრამის შეჩერება მისაღები უნდა იყოს“, - ამბობს სონდერსი.

ნოებრის გადაწყვეტილებით, ინგლისის ბანკმა (BoE) ბონდბის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელზეა გათვლილი, 100 მილიარდი სტერლინგი (139 მილიარდი დოლარი) გამოიყო. ცენტრალური ბანკის მაისის და ივნისის სხდომებზე, კომიტეტის ერთადერთი წევრი, ვინც სტიმულირების პროგრამის ნაადრევად შეჩერებას ემხრობოდა, მთავარი ეკონომისტი ენდი ჰალდანი იყო, ვინც ამჟამად კომიტეტის წევრი აღარაა.

ოთხშაბათს ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე დეივ რამსდენმა განაცხადა, რომ წელს ინფლაციამ შესაძლოა 4 პროცენტს მიაღწიოს და შესაძლოა, ამის გამო, BoE-ს მონეტარული სტიმულირების ნაადრევად შეწყვეტამ მოუწიოს.