აშშ-ში შრომის ბაზრის ზრდა დაჩქარდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში შრომის ბაზრის ზრდა დაჩქარდა

შეერთებული შტატების შრომის ბაზარი მარტში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. შემცირდა უმუშევრობის დონე, რასაც ხელს ვაქცინციის სწრაფი ტემპი და სტიმულირების პროგრამები უწყობს. გატარებული ღონისძიებები ინვესტორებს იმის იმედს აძლევს, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება უკვე დაიწყო და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, მალე დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი 916 000-ით გაიზარდა. ეს აგვისტოს შემდგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმავდროულად, თებერვლის მონაცემები კორექტირების შემდეგ, 468 000 ახალ სამუშაო ადგილადე გაიზარდა. პირველადი სტატისტიკით, თებერვალში არასასოფლო სფეროში 379 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზით, მარტში არასასოფლო სფეროში 647 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო მოსალოდნელი. უმუშევრობის დონე, წინა თვის 6.2-დან 6.0 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, უმუშევრობის დონე დადაბლებულია მათ ხარჯზე, ვინც შეცდომით მიუთითა, რომ „დაქირავებულია, მაგრამ სამუშაოზე არ იმყოფება“.

ეკონომისტები მოელიან, რომ მეორე და მესამე კვარტალში, ახალდასაქმებულთა საშუალო რიცხვი თვეში 700 000-ს მიაღწევს. ფისკალური სტიმულირების და მოსახლეობის მიერ, პანდემიის დროს დაგროვილი 19 ტრილიონი დოლარის დანაზოგები, ბაზარზე ეგრეთ წოდებული გადადებული მოთხოვნის ძლიერ ტალღას გამოიწვევს.

პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი, საშუალო წლიური გადაანგარიშებით, 10.0 პროცენტს აღწევს. მეოთხე კვარტალში ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზარდა. წელს ეკონმიკის ზრდა 7 პროცენტს მიაღწევს, რაც 1984 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, შარშან ეკონომიკა 3.5 პროცენტით შემცირდა, რაც 74 წელიწადში ყველაზე უარესი მაჩვენებელია.