აშშ-ში მაისში სამუშაო ადგილების ზრდის ტემპმა მოიმატა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში მაისში სამუშაო ადგილების ზრდის ტემპმა მოიმატა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი მაისში გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზები, პანდემიის შემსუბუქება და ინტენსიური ვაქცინაციაა, რასაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და სამუშაო ადგილებზე, სულ უფრო მეტი ადამიანის დაბრუნება მოჰყვება.

შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, არასასოფლო სფეროში ახალი სახელფასო უწყისების რიცხვი, 559 000-ით გაიზარდა. იმავდროულად, დაზუსტდა აპრილის ანალოგიური მაჩვენებელი, რომელიც 266-დან 278 ათასამდე გაიზარდა. როიტერსის მიერ, ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შესაბამისად, მაისში 650 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო მოსალოდნელი.

უმუშევრობის დონე 5.8 პროცენტამდე შემცირდა. აპრილის მაჩვენებელი 6.1 პროცენტი იყო. ოღონდ, ეს მაჩვენებელი დასაზუსტებელია, რადგან მონაცემების შეგროვებისას, ადამიანების ნაწილი აღნიშნვდა, რომ დასაქმებულია, ოღონდ დროებით დასაქმების ადგილზე დროებით ვერ მიდის.

ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიტუაციის გაუმჯობესება და მასიური ფისკალური სტიმულირება. აშშ-ის დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, აცრა ჩაუტარდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ბიზნესს თანდათან ეხსნება ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 8.1 სამუშაო ადგილზე ვაკანსიაა გამოცხადებული. მათ დაკავებას ართულებს ის გარემოება, რომ ბავშვთა მოვლის მხრივ, სიტუაცია ჯერ არ გაუმჯობესებულა. გარდა ამისა, უმუშევრობაზე უხვი შემწეობების გამო, ადამიანები დასაქმებას არ ჩქარობენ. მითუმეტეს, პანდემიის ახალი ძალით აფეთქების საშიშროება ჯერაც არსებობს.

ჯერაც არ ამუშავებულა სკოლების დიდი ნაწილი, რის გამოც, ადამიანები, მეტწილად ქალები, იძლებულები არიან, შინ დარჩნენ და შვილების აღზრდაზე თავად იზრუნონ. გარდა ამისა, არის მოქალაქეთა კატეგორია, რომლებიც აცრისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ. ცნობისათვის, პანდემიის პირობებში, უმუშევართა ყოველკვირეული შემწეობა 300 დოლარია.