აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი შემცირდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი შემცირდა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ აგვისტოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი დაეცა. ამის ძირითადი მიზეზი, კორონავირუსის ინფექციების რიცხვის ზრდაა, რამაც მომსახურების სფეროში დასაქმება დააზარალა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სამუშაო ადგილების მატება მაინც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდისთვის შეეწყო ხელი.

არასასოფლო სფეროში ახალი სახელფასო უწყისების (NFP) რიცხვმა 235 000-ს მიაღწია. წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელი 1.053 მილიონი იყო. ამასთან, უმუშევრობის დონე, ივლისის 5.4-დან აგვისტოში 5.2 პროცენტამდე შემცირდა. ოღონდ, ისიც გასათვალისწინებელია, ბევრი გამოკითხული საკუტარ პოზიციას აფასებს, როგორც „დასაქმებულს და სამუშაოზე დროებით არმყოფს“.

როიტერსის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა ვარაუდით, ახალდასაქმებულთა რიცხვი 728 000-მდე უნდა ყოფილიყო. იმავე გამოკითხვის შესაბამისად, უმუშევრობის დონე 5.2 პროცენტამდე შემცირდებოდა.

აგვისტოს ახალდასაქმებულთა რიცხვი, წინა სამი თვის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ამასთან, სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო 12 წელიწადში, აგვისტოს მაჩვენებელი დაზუსტების შემდეგ, 11 შემთხვევაში გაიზარდა.

გაიზარდა საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპი. თუ ეს მაჩვენებელი (თვიდან თვემდე გადაანგარიშებით) ივლისში 0.4 პროცენტი იყო, აგვისტოში 0.6 პროცენტს მიაღწია. წლიური გადაანგარიშებით, ზრდამ 4.3 პროცენტს მიაღწია (ივლისში 4.1 პროცენტი იყო).