აშშ-ის შრომის ბაზარი ზრდას აგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ის შრომის ბაზარი ზრდას აგრძელებს

შეერთებული შტატების შრომის ბაზარი გაუმჯობესებას განაგრძობს. გასულ კვირაში განსაკუთრებით გამორჩეული მომსახურების სექტორი იყო, რომელმაც ლოკდაუნის შერბილების კვალად, ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

გასულ კვირაში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადი 547 000-მა ადამიანმა შეიტანა. ეს პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმავდროულად, შრომის დეპარტამენტის მიერ შესრულებული დაზუსტების შემდეგ, წინა კვირის მაჩვენებელი 586 000-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ პირველადი განაცხადების რაოდენობა 617 000-ის ფარგლებში იქნებოდა.

უმუშევრობაზე შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა, წინა კვირის 3.708-დან 3.764 მილიონამდე შემცირდა. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი, პირველად განაცხადებზე ერთი კვირის დაგვიანებით ქვეყნდება.

საერთო ჯამში, 3 აპრილისთვის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უმუშევრობასთან (მათ შორის დროებით უმუშევრობასთან) დაკავშირებით, სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული შემწეობას იღებს (ან მიღებას ცდილობს), ნახევარი მილიონით, 17.405 მილიონამდე გაიზარდა.