აშშ-ირანის დაძაბულობა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნას ზრდის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
აშშ-ირანის დაძაბულობა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნას ზრდის

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის უკიდურესად გამწვავებამ, რომელიც ბაღდადში ირანის გენერალ ყასემ სულეიმანის განადგურებას მოჰყვა,

ბაზარზე უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა. ამან იენის და ფრანკის გამყარება და ოქროს გაძვირება გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ ირანი საპასუხო ქმედებებს განახორციელებს, ამაზე სწრაფი და არაპროპორციული პასუხი ექნება. გარდა ამისა, ირანმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც 2015 წელს გაფორმდა და რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს დატოვა. ამასთან დასძინა, რომ გაერთიანებული ერების ბირთვულ დამკვირვებლებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა ურანის გამდიდრების შეზღუდვებს აღარ დაიცავს.

დოლარის და იენის წყვილის ფასი 107.77-მდე დაეცა, თუმცა შემდეგ დანაკარგს ნაწილი აინაზღაურა. ამერიკული ვალუტა უკეთ გამოიყურება შვეიცარიულ ფრანკთან წყვილში. ფრანკი ევროსთან წყვილში, ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

პოზიციები დათმო იმ ვალუტებმა, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარედ რეაგირებენ რისკულ გარემოზე. ესენია ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარები, ასევე შვედური კრონი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ირანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს. მაგრამ „მიცუბიში UFG-ს“ სავალუტო ანალიტიკოსი ლი ჰარდმანი ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა ვერ გადასწონის ისეთ მძლავრ არგუმენტს, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკის ზრდა, რაზეც ნავთობის ფასის სტაბილური გაძვირება მეტყველებს.