ამერიკული დოლარი დომინანტ ვალუტად დარჩება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ამერიკული დოლარი დომინანტ ვალუტად დარჩება

UBS-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკული დოლარი. მომდევნო 25 წლის განმავლობაში, მსოფლიო სავალუტო ბაზარზე, დომინანტ ვალუტად დარჩება. ამის პარალელურად, ცენტრალური ბანკები თავიანთ რეზერვებში, ევროს და რენმინბის წილს გაზრდიან. გამოკვლევაში, სუვერენულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ცენტრალური ბანკებიც მონაწილეობდნენ.

გლობალური რეზერვები იმ აქტივებს წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა ვალუტებში ინახება. ბანკები მათ საკუთარი ვალდებულებების გასანაღდებლად იყენებენ. ცენტრალური ბანკები ვალუტებს ყიდულობენ და ყიდიან, რითაც სავალუტო გაცვლით კურსებზე ზემოქმედებენ.

ამჟამად დოლარზე მსოფლიო სავალუტო რეზერვების დაახლოებით 60-65 პროცენტი მოდის. ამ ინფორმაციას საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF) ავრცელებს, რომელსაც ცენტრალური ბანკები ანგარიშს აბარებენ. მაგრამ როგორც UBS-ის კვლევა აჩვენებს, ეს წილი თანდათან შემცირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრალური ბანკები, საკუთარ რეზერვებში, სხვა ვალუტების, მათ შორის, ევროს და რენმინბის წილს გაზრდიან. IMF-ის მონაცემებით, ამჟამად რეზერვებში ევროპულ ვლუტაზე 20 პროცენტი მოდის, ჩინურზე კი - 2.

კვლევის შესაბამისად, მომდევნო 25 წლიან პერიოდში, მსოფლიო სავალუტო რეზერვებში დოლარის წილი, 50 პროცენტზე დაბლა არ დაიწევს. ევროს წილი 20-25 პროცენტს მიაღწევს, რენმინბისა კი - 5-10 პროცენტამდე გაიზრდება, რითაც ის მესამე უდიდესი სარეზერვო ვალუტის ტიტულს მოიპოვებს.

შვეიცარიული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ თავშესაფარი ვალუტის სტატუსს ინარჩუნებს და გლობალური რისკების ზრდის დროს, მასზე და ამერიკულ სახაზინო ბონდებზე მოთხოვნა ყოველთვის გაიზრდება.