ნავიგაცია

შეცდომის კორექტირება

გაგზავნა
ქართული

უსაფრთხოება

კლიენტების უსაფრთხოება

ტრენინგზე ჩაწერა

საბროკერო კომპანიის კლიენტების თანხების უსაფრთხოებას და დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება #145/04-ის მუხლი 9

1. საბროკერო კომპანია ვალდებულია გამიჯნოს საკუთარი სახსრები კლიენტის სახსრებისაგან. ასმასთანავე, კლიენტების სახსრების განკარგვა უნდა მოხდეს ხელშეკრულების თანახმად მიღებული მხოლოდ მათივე დავალებების შესაბამისად. !კომპანიას არ აქვს უფლება გამოიყენოს კლიენტის სახსრები თავის ან სხვა მესამე პირის საოპერაციო ან/და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.

2. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახსრების რეკონსილაცია.
!კომპანიას ეკრძალება იყოს კონტრაჰენტი თუ არ ფლობს კლიენტების მიერ შემოტანილი თანხების 25%-ზე მეტ თავისუფალ აქტივს.
!კომპანიას შეუძლია იყოს კონტრაჰენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის მიერ შემოტანილი თანხა არის მისი ფულადი კაპიტალის 5%.

მაგ.: კომპანიას აქვს 1 000 000 ლარი ფულადი კაპიტალი. კლიენტს სურს პლათფორმზე განათავსოს 60 000ლარი ერთი თვის განმავლობაში. რადგან კლიენტის თანხა არის საბროკერო კომპანიის ფულადი კაპიტალის 5%-ზე (1 000 000*5%=50 000) მეტი კომპანია ვალდებულია არ იყოს ამ კლიენტის კონტრაჰენტი.


საბროკერო კომპანია არის შვეიცარული ბანკის Dukascopy-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, შესაბამისად ის არის ლიკვიდურობის პროვაიდერი და კლიენტები სარგებლობენ მათივე პლათფორმით, რომელიც არის პირველი ქართულენოვანი პლათფორმა.

1. Dukascopy-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გვაქვს ვალდებულება მათთან გახსნილ ჩვენი კომპანიის ანგარიშზე მუდმივად იყოს შეუმცირებადი ნაშთი კლიენტებისაგან მიღებული თანხების 50%-ის ოდენობით. როდესაც თავად ვართ კონტრაჰენტები.

კლიენტისა და კომპანიის ანგარიშები გამიჯნულია როგორც საქართველოში მომსახურე საბანკო სისტემაში, ასევე შვეიცარულ ბანკ Dukascopy-შიც, რაც იმას ნიშნვას, რომ ჩვენთან რეგისტრაციისთანავე კლიენტს ასევე ეხსნება სავაჭრო ანგარიში Dukascopy-ში, სადაც რეალურად აისახება მის მიერ შემოტანილი თანხის სრული ოდენობა. ამ თანხის განკარგვის არც უფლება და არც ტექნიკური შესაძლებლობა საბროკერო კომპანიას არ აქვს.