„ვესტპაკი“ EURUSD-ის ყიდვას გვირჩევს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ავსტრალიური საბანკო კორპორაცია „ვესტპაკი“ თავის კლიენტებს EURUSD-ის წყვილზე შესყიდვის პოზიციების გახსნას 1.1205 ნიშნულის სიახლოვეს ურჩევს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევრო ზონის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) და მშპ-ის ზრდამ, პროგნოზულ მაჩვენებლებს გადააჭარბა და უმუშევრობის დონე შემცირდა.

„ბაზრებს ფასებში უკვე ასახული აქვთ ევრო ზონის ეკონომიკის სტაბილურად სუსტი მაჩვენებლები, მაგრამ ბოლო მონაცემებმა ეს ტენდენცია შეწყვიტა“, - წერენ „ვესტპაკის“ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ შემცირდა პოლიტიკური რისკები (მათ შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული), რაც ევროპის და მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლების იმედს იძლევა.

მათივე პროგნოზით, წყვილზე შესყიდვის პოზიციის მიზანი 1.1335 დოლარის ფარგლებშია, სტოპ ლოს ორდერები კი 1.1160 ნიშნულთან უნდა განლაგდეს.