მინიმუმამდე ჩამოსულ ნავთობის ყიდვას, მხოლოდ აშშ-ს გაურკვეველი გადაწყვეტილება უშლის ხელს Lco/usd,Gbp/usd,Gbp/jpy

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

Lco/usd -ნავთობზე დაფიქსირებულმა ნეგატიურმა ფასმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ აქტივის კასკადური სელ ოპერაციები გამოიწვია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება და პირობა რომ იგი მაქსიმალურად აღადგენდა აშშ-ს ენერგეტიკისა და ნავთობის ინდუსტრიას, ჯერ კიდევ მხოლოდ პირობად რჩება. შედეგად, ოთხშაბათ დილით ბაზარი 2001 წლის მინიმუმზე 17$-ზე დროებით დაბალანსდა.

ამ ეტაპზე ოპეკის არაერთი ქვეყანა დაჩქარებული წესით პირველი მაისიდანვე მოითხოვს ნავთობის მიწოდების შემცირებას, თუმცა მეორეს მხრივ ამერიკული კომპანიები ტეხასიდან იგივე სენტიმენტს არ იზიარებენ. 9,7 მლნ ბარელით დღეში ნავთობის მიწოდების შემცირებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა იგივე ძალა არ ჰქონდეს, რაც საჭიროა 35მლნ ბარელი სიჭარბის გაუნებელყოფისათვის, თუმცა მას შეუძლია ნავთობი კვლავ 24-27 ნიშნულიან შუალედში დააბრუნოს.

აღსანიშნავია დღევანდელი ინფორმაციაც ნავთობის მარაგების მხრივ, სადაც მარაგებზე მცირე კლებაა მოსალონელი, თუმცა არ გამოირიცხება ფასის სპეკულაციური ზრდაც.

ტრეიდერებმა ამ ცვალებად ფუნდამენტალურ გარემოში არ უნდა დაივიწყონ რომ ნავთობი ნებისმიერი პანიკის დროს მაინც უკვე ნაცნობ და დამუშავებულ საზღვრებში მოძრაობს. გასულ პარასკევს ჩვენ ვივარაუდეთ რომ ნავთობი ცოტა ხანში 26,30-28,00 ფლეტში დარჩებოდა. თუმცა საბაზრო სენტიმენტი აშშ-ს პასიურობის გამო 24 სკენ იყო მიმართული. შესაბამისად 26,30 ჩამორღვევიდან ტრეიდერები რომლებიც 24-მდე მიჰყვნენ ფასს, შეძლეს პროფიტების აღება. 24-ის შემდეგ მომდევნო ორი ძლიერი ნიშნული 21,70 და 19,00 წარმოადგენდა. 21,70 დან სელი კვლავ შემოსავლიანი იქნებოდა. აქ აღსანიშნავია 19 $-თან ფასის დაახლოება. რაკი 19 უახლოესი პერიოდის მინიმუმი იყო, მისი გამორღვევისას ყოველთვის და საზოგადოდ ფასის მიერ ლოკალური მინიმუმის ჩამორღვევისას ტრეიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიფრთხილეს იჩენენ. ამის მიზეზი გახლავთ ის რომ რაკი უახლოეს წარსულში 19-ის  ქვეშ ბაზარს არ აქვს ისტორია და გამოკვეთილი წინაღობა-მხარდაჭერის დონეები, მოკლევადიან პერიოდში იგი დაღმასვლას ორმხრივოძრაობიტ ახორციელებს, ანუ მაღალი სიხშირით ვარდნა-კორექცია-ვარდნა. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი თავს მაინც დაიბალანსებს უკვე ნაცნობ ნიშნულზე. 17$ გახლდათ 2001 წლის მინიმუმი, ხოლო მომდევნო ძლიერი დონე  13$.

ნავთობის 17-20 ნიშნულებში ფლეტი მოსალოდნელია ინფორმაციამდე, ხოლო მის შემდგომ ბაზრის განვითარება ამ დონეების გარღვევაზე იქნება დამოკიდებული. ხოლო ამ კვირაში დაგეგმილი კონგრესის შეხვედრამ უკვე აშშ-ს ოფიცილური ქმედებებიც უნდა გვიჩვენოს. შესაბამისად ტექნიკური კუთხით, ნავთობის ვარდნის წერტილის პოვნაზე უფრო მნიშვნელოვანია იმ ფასის ანალიზი სადაც იგი გაფლეტავს და მინიმუმ 200 პუნქტიან კორექციას მოგვცემს, ზედა დონეების რეტესტითა და გატანით, რის შემდგომაც უკვე ბაიზე შიძლება დავფიქრდეთ.

gbp/usd - ორშაბათის  ანალიზში განსაკუთრებით გავუსვით ხაზი იმ ფაქტს რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების ნაადრევი განცხადებები, თავის მართლებას უფრო ჰგავდა ვიდრე თავდაჯერებულობას პანდემიის წინაშე, რაშიც მართლები აღმოვჩნდით. სპეციალური სახელმწიფო მოსმენა რომელიც ბორის ჯონსონის წინააღმდეგ დაიწყო არკვევს თუ რამდენად ადეკვატური გახლდათ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ქმედებები კორონა ვირუსის კონტროლის მხრივ. გამოქვეყნებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40%-ით უფრო ნაკლები იყო ვიდრე რეალური, რამაც უნდობლობა კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. შედეგად გამართლდა ჩვენი პროგნოზი და ფუნტი 1,24 დან 1,2236-მდე დაეცა. ხოლო ამჟამად ამ არეალში აპირებს ფლეტში ყოფნას. მასზე ძლიერი დონეები კვლავ უცვლელია და 1,2430-1,2540 არეალი იქნება ჭერი, ხოლო 1,2330 ძირი. მომდევნო გრძელვადიან განვითარებას კვირის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ როცა მოსმენები პრემიერ მინისტრის ქმედებებზე დასასრულს მიუახლოვდება.

Gbp/jpy -  ხაზი უნდა გავუსვათ ასევე ჩრდილში მყოფ ფუნტი-იენას წყვილს. ჩვენი მოლოდინები იმ მხრივ რომ ამ წყვილის ფლეტი 134,90-სა და 133,70-ს შორის დიდი მოძრაობიტ დასრულდებოდაა მალევე ახდა და შედეგად მივირეთ იმისი ვარდნა 264 პუნქტით. ახალი ძირი 132,00 მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეა. შესაბამისად ახალი ფლეტი 132-სა და 134,90-ს შორის ინდიკატორული ვაჭრობისთვის გამოსადეგია, მძაფრ ფუნტის წყვილს იენას ფლეტი უფრო პროგნოზირებადს ხდის.