OPEC+ არცთუისე წარმატებული შეხვედრა, "უსაფრთხო აქტივებზე" ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

LCO/USD-გასული კვირის ოპეკის შეხვედრამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს მოლოდინებისა და რეალობის შეუსაბამობა გადამწყვეტი ფუნდამენტალური ინფორმაციების შემთხვევაში. ოპეკის ძირითადმა ქვეყნებმა და რუსეთმა დროებით გადადო გვერდზე მათი სიჯიუტე და შეთანხმდენენ დღეში 9,7მლნ ბარელით შეემცირებინათ ნავთობის მიწოდება . თუმცა აღნიშნული შემცირება რომელიც მაისში ჩატარდება არასაკმარისია, რადგან წამყვანი საერთაშორისო ფინანსური კომპანიების ანალიტიკოსთა შფასებით მინიმუმ 20-35 მლნ ბარელით შემცირება არის საჭირო ნავთობის ადეკვატური ბალანსირებისათვის. აშშ-შ ჯერჯერობით 5მლნ ბარელით შემცირებაზე უსვამ ხაზს, თუმცა ეს ქმედება სანამ ოფიციალურად არ შევა ძალაში მუდმივად იქნება სკეპტიციზმი.

აღნიშნულ პირობებში, მაისამდე კვლავ ტექნიკური ვაჭრობა იწევს წინ ნავთობთან მიმართებით. ის მნიშვნელოვანი დონეები რომლებიც წინა კვირაში გნვიხილეთ არ კარგავენ აქტუალურობას. როგორც მოლოდინი იყო ნავთობის ზრდის შემთხვევაში 34,70 უნდა ყოფილიყო პირველი ბარიერი, რაც მივიღეთ ოპეკის შეხვედრის შესვენების მომენტშ დელეგატების მიერ გაკეთებული დადებითი კომენტარების შედეგად. ხოლო შემდგომ მისი ვარდნაც მოლოდინების არ გამართლების პირობებში 30,00-მდე გაგრძელდა, რაც ასევე დავუშვით. ამ ეტაპზე მოლოდინები იხრება აშშ-ს მიერ ნავთობის შეკვეცის დადასტურების მხრივ, რაზეც ინფორმაცია ამ კვირაში უნდა მივიღოთ. ეს ინფორმაცია ნავთობს კვლავ 33,00-მდე დააბრუნებას და შემდგომ შენელებულ ტემპებში მის ზრდას.  ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აშშ ოკრონა ვირუსის უმართავი პროცესების პირობებში ნავთობის მხრივ ვერ მიიღებს ქმედით გადაწყვეტილებას, მაისამდე ნავთობი ჯერ 30,00 ჩამორღვევით 27,00-მდე შეუძლია დაეცეს. იმ ტრეიდერებს რომლებიც ფლეტის მინიმუმებზე-მაქსიმუმებზე ვაჭრობენ, სიფრთხილის მხრივ გაორმაგებული სტოპ ორდერებით შეუძლიათ დააზღვიონ ოპერაციები.

Xau/usd -იაპონიაში საგანგებო სიტოაციის გამოცხადებამ და ნავთობზე მოლოდინების ვერ გამრთლებამ ოქრო მიიყვანა 1690 ნიშნულამდე, რაზეც წინა კვირაში გავუსვით ხაზი, აქ მნიშვნელოვანი იყო 1678 ნიშნულის გარღვევა, რომელმაც დაადასტურა ინვესტორთა სკეპტიციზმი ოპეკის გადაწყვეტილების მიმართ. სწორედ გაურკვევლობამ გამოიწვია ბოლო ერთ კვირაში ამ აქტივის ზრდა 4,5%-ით რაც მას "უსაფრთხო სამოთხის" სტატუსს უბრუნებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ჭარბი მოთხოვნა პანიკით არის გამოწვეული, რომელიც თანდათან უნდა მინელდეს. ევროკაშირსა და ჩინეთში კარანტინის შერბილების პროცესი, მართალია ამცირებს მოსალოდნელ რისკებს, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტული აშშ გახლავთ, როგორც კორონა ვირუსის, ასევე ნავთობის მხრივ. აშშ-ს მიერ ნავთობის მიწოდების შემცირების დროში გაჭიანურებამ შესაძლოა ოქრო კვლავ დააბრუნოს 1702 ნიშნულამდე. ხოლო თუკი ეს მონაცემები მალე იქნება მოწოდებული და ამ კვირაშვე გვეცოდინება მოცულობებთან ერთად ვადებიც, ოქრო კვლავ დაუბრუნდება 1678 მაჩვენებელს, სადაც გადამწყვეტ როლს  კორონა ვირუსის ტემპები და იაპონური იენას კურსი მოახდენენ.

 

Usd/jpy  - ვინც წინა კვირის ანალიტიკას აქტიურად ადევნებდა თვალს, დაგვეთანხმება რომ იენამ ვერ შეძლო გაერღვია ჩვენთვის მნიშვნელოვანი 109,30 ნიშნული და გამართლდა ჩვენი პროგნოზი პოტენციური 106,70 სკენ სვლის შესახებ. თუმცა ამ ნიშნულამდე იენას კიდევ 120 პუნქტი აქვს დარჩენილი. როგორც 9 აპრილს აღვნიშნეთ იენა სხვა წყვილების მსგავსად ფლეტში ელოდებოდა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გადაწყვეტილებას. მოლოდინების არ გამართლებამ როგორც ყოველთვის ინვესტორები წაახალისა შეეძინათ "ურისკო" იენა რამაც usd/jpy  ვარდნა გამოიწვია. ამ წამს ვალუტაზე მკაცრ ზეწოლას აშშ ახდენს, რომლის ნებისმიერი ნეგატიური ფუნდამენტალური ინფორმაცია იმ საკითხებზე რაც ოქროს ანალიზში აღვნიშნეთ, იენას გამყარებას შეუწყობს ხელს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იაპონიის პრემიერ მინისტრის მიერ დაპირებულ 1 ტრილიონი დოლარი მონეტარულ ინექციას, რომელიც 2-3 თვიან ჭრილში ვალუტის 112,00 ნიშნულამდე თანდათანობით მიყვანას ემსახურება.

Eur/usd - ევრო საკმაოდ ვოლატილური გახდა იმ არაერთმნიშვნელოვანი ინფორმაციების გამო, რომელიც ბაზარზე ვრცელდება. ერთის მხრივ 1,14 ნიშნულიდა 784 პუნქტიანმა ვარდნამ ეს წყვილი დღიან სამკუთხედში შეიყვანა. მასზე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს.  კორონა ვირუსის მიერ გასულ თვეებში ევროპისთვის მიყენებულმა კოლოსალურმაზარალმა როგორც მატერიალური, ასევე საზოგადოებრივი კუთხით ინვესტორების გლობალური გადინება გამოიწვია. გაუფასურებული ევროს პირობებში მის აქციებზე დაწყებული აჟიოტაჟი მალევე ჩააცხრო იტალია-ესპანეთის პანდემიამ. თუმცა ბოლო ერთი თვის მანძილზე რაც დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილად აშშ დასახელდა, ევროკავშირი ცდილობს დაამტკიცოს რომ პიკმა უკვე გადაიარა. გერმანია, ჩეხეთი, დანია , შვეიცარია და თვით ესპანეთიც კი სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციებით აპირებენ აპრილის თვის მეორე ნახევრიდან  შეარბილონ საკარანტინო შეზღუდვები. სწორედ ამ პოლარულობამ ევრო დღიან სამკუთხედში შეიყვანა რომლის გარღვევაც რათქმაუნდა არცისე მცირე მოძრაობით დასრულდება. სამკუთხედის არეალი 1,14 -1,06 მიდამოა, მათ შორის კი ყველაზე ძლიერ ტექნიკურ დონეებად 1,11 და 1,08 მიიჩნევა.