განაახლებს თუ არა EURUSD წლის მინიმუმს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

წყვილმა მარტის და წლის მინიმუმის განახლება პირველი ცდით ვერ შეძლო. არაა გამორიცხული, რომ ეს მეორედაც სცადოს. სავარაუდოდ, ECB-ს ოთხშაბათის გადაწყვეტილება, მოძრაობის მიმართულებას განსაზღვრავს.

თუ მარტის მინიმუმი გაიარა, წყვილის ფასს კიდევ რამდენიმე ძლიერი მხარდაჭერის დონის გადალახვა მოუწევს. მათ 2015 წლის ივლისში, 2017 წლის ივნისსა და 2017 წლის ნოემბერში დაწყებული ტრენდული ხაზები ქმნის. ფასს ისინი 1.1100-ის მიდამოებში დახვდებიან.

თუ ფასმა აღმასვლა გააგრძელა, 1.1300-სა და 1.1400-ს შორის, ორი ძლიერი წინააღმდეგობა ელის, ორი დაღმავალი ტრენდული ხაზისგან, რომელთაგან ერთი სათავეს შარშანდელი იანვრიდან იღებს, მეორე კი - 2018 წლის სექტემბრიდან.

რამდენადაც ბაზარზე აქტივობა კვლავაც დაბალია, სავარაუდოდ, EURUSD ამ ორ ტრენდულ მიმართულებას შორის მოძრაობას გააგრძელებს. მათი გარღვევისთვის კი ძლიერი მასტიმულირებელი ფუნდამენტური ფაქტორი დასჭირდება.