ევროდოლარი ისევ ძლიერ წინააღმდეგობასთანაა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ევროდოლარის წყვილზე მთავარი ფაქტორი ისევ სუსტი რყევებია, რაც ხელის შემწყობი პირობაა იმისა, რომ ფასმა მკაცრად განსაზღვრულ დიაპაზონში მოძრაობა გააგრძელოს. ამჯერად წყვილი ზედა ტრენდული ხაზების დაჯგუფებას მიუახლოვდა, რომლებიც ძლიერი წინააღმდეგობის ველს ქმნიან, რომელიც 1.1385-მდე ადის.

ამავე წინააღმდეგობიდან ფასი უკვე სამჯერ შემობრუნდა და ყველა შემთხვევაში, ვარდნა დაახლოებით 300-პუნქტიანი იყო. არაა გამორიცხული, რომ ფასმა აღმასვლა გააგრძელოს. ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობას ჰორიზონტალური ხაზი (1.1419) შექმნის, რომელიც 28 თებერვლის მაქსიმუმზე გაივლის.

შემობრუნების შემთხვევაში, პოზიციის დაზღვევა (სტოპ ლოსი) შესაძლებელი იქნება დაფიქსირებული ახალი პიკის ზევით. პირველი მხარდაჭერის მოვალეობას კი 1.1200 შეასრულებს, რასაც 1.1100 მოჰყვება, რომელიც პრაქტიკულად დაემთხვევა ქვედა ტრენდულ ხაზს.

რაც შეეხება რყევებს, მათს აღძვრას ძლიერი ფუნდამენტური სტიმული ესაჭიროება, რომლის პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფასებზე მეტნაკლებად უკე ასახულია. შესაბამისად, ფასის მოძრაობას ტექნკური ფაქტორები განსაზღვრავს.